|
|
სიახლეები
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს ბოლატ ჟამიშევს შეხვდა
თარიღი:
23-მაისი-2013
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ყაზახეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს სახელმწიფო ვალის დაფარვასა და სს "ყაზტრანსგაზ-თბილისი"-ს მმართველობასთან დაკავშირებული საკითხები
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების გარდამავალი პერიოდი და სამომავლო პერსპექტივები“
თარიღი:
22-მაისი-2013
კონფერენცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (State Secretariat for Economic Affairs SECO), ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობისა და ცენტრალური ბანკის ორგანიზებით ქ. ბიშკეკში გაიმართა.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილეს მინ ჟუს შეხვდა
თარიღი:
19-მაისი-2013
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილეს მინ ჟუს. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში მიმდინარე ვიზიტს.
მრჩეველთა საბჭოს სხდომა ფინანსთა სამინისტროში
თარიღი:
18-მაისი-2013
ფინანსთა სამინისტროში გაიმართა ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს სხდომა.შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნო 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შედეგები და ამჟამად მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები
დასრულდა სამთავრობო მოლაპარაკებები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში
თარიღი:
16-მაისი-2013
ორი დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარეობდა სამთავრობო მოლაპარაკებები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში
eauction.ge 3 წლისაა!
თარიღი:
15-მაისი-2013
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უნივერსალური პორტალი www.eauction.ge-3 წლისაა. 15 მაისს, სასტუმრო „Holiday Inn”-ში გამართულ კონფერენციაზე მომსახურების სააგენტომ 3 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები შეაჯამა და საიტის განვითარების სტრატეგია წარადგინა. კონფერენცია საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გახსნა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
თარიღი:
15-მაისი-2013
15 მაისს ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების აუქციონზე ემიტირებულ იქნა 10 000 000 ლარის ღირებულების 10 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ინვესტორებთან შეხვედრებს განაგრძობს
თარიღი:
14-მაისი-2013
მიმდინარე წლის 14 მაისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მსოფლიოში ახალი საინვესტიციო ბაზრების მოძიების, საინვესტიციო პროდუქტების შექმნის და კაპიტალის მართვის კუთხით მუშაობენ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება
თარიღი:
14-მაისი-2013
დღეისათვის, საქართველოს კანონმდებლობით, გადასახადებისაგან თავისუფლდება საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი ის პირი, რომლის ავტოტრანსპორტის სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული.
შეხვედრა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის დელეგაციასთან
თარიღი:
13-მაისი-2013
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა EBRD-ის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
თარიღი:
12-მაისი-2013
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მონაწილეობა მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაში
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ორმხრივი შეხვედრები გამართა
თარიღი:
10-მაისი-2013
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ქ.სტამბულში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნეს ფორუმში
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური EBRD-ის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
თარიღი:
08-მაისი-2013
მიმდინარე წლის 8 მაისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თურქეთში გაემგზავრა, სადაც ქ.სტამბულში მონაწილეობას მიიღებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნეს ფორუმში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
თარიღი:
08-მაისი-2013
8 მაისს ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების აუქციონზე ემიტირებულ იქნა 15 000 000 ლარის ღირებულების 1 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შეხვედრები დუშეთის მუნიციპალიტეტში
თარიღი:
07-მაისი-2013
7 მაისს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა სამუშაო შეხვედრა გამართა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სადაც შეხვდა დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. გაეცნო რეგიონის ინფრასტრუქტურულ და მუნიციპალურ პროექტებს, საფინანსო სამსახურების მუშაობას.
|
|