საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება



„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ანალიზი და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ საგადასახადო კოდექსის ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით. კერძოდ, ცვლილებების იმ ნაწილზე, რომლითაც საგადასახდო ორგანოს ეძლევა უფლება კომერციული ბანკებისგან სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს კონფიდენციალური ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ ანალიზი, რომელსაც ეყრდნობა რეკომენდაციები შეიცავს მთელ რიგ, არსებითი ხასიათის შეცდომებს, კერძოდ:

წერილში რამდენჯერმე არის აღნიშნული, რომ თითქოს ცვლილებების პროექტის მიხედვით, კომერციული ბანკებიდან ინფორმაციის გამოთხოვის უფლება ენიჭება საგამოძიებო ორგანოს. რეალურად, კანონპროექტის მიხედვით, კომერციული ბანკებიდან ინფორმაციის მიღების უფლება ენიჭება საგადასახადო ორგანოს და ამასთან, მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს წარმოადგენს შემოსავლების სამსახური ან მის შემადგენლობაში შემავალი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ერთეული. შემოსავლების სამსახური არ წარმოადგენს საგამოძიებო ორგანოს და არც საგადასახადო კოდექსი ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საგამოძიებო ორგანოს საპროცესო უფლებებს.

შესაბამისად, მცდარია მოსაზრება, თითქოს კანონპროექტის მიხედვით, საგამოძიებო ორგანოებს ენიჭებათ რაიმე დამატებითი უფლებები.

კანონპროექტის მიხედვით, საგადასახადო ორგანო კომერციული ბანკებიდან ინფორმაციას გამოითხოვს, როგორც გადასახადის ადმინისტრირების, ისე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მომართვის საფუძველზე;

პროექტის მიხედვით, სასამართლოს მიერ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა მხარის მონაწილეობის გარეშე განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება.

ცნობილია, რომ საქართველო 2011 წლიდან არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრი, რომელიც ახორციელებს საქართველოს საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვას საგადასახადო საკითხებში გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, საგადასახადო ინფორმაციის გაცვლისათვის, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს უნდა გააჩნდეს ნებისმიერი პირისა თუ ორგანოსგან, მათ შორის, ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტებისგან, შეთანხმების პარტნიორი სახელმწიფოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, საჭირო ინფორმაციის მიღების უფლება.

საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, რომელსაც აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდა კანონმდებლობასთან მიმართებაში, უფლებამოსილ ორგანოს შესაბამისი ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს შეუფერხებლად, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, აღნიშნულ შემთხვევაშიც კი, ინფორმაციის გამოთხოვა მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება გადასახადის ადმინისტრირების მიზნებისათვის ინფორმაციის გამოთხოვას, საგადასახადო ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საბანკო დაწესებულებისგან კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ერთხელ მაინც უკვე მიმართა, მან კი, არ წარუდგინა ეს ინფორმაცია დადგენილ ვადაში.

ასეთ შემთხვევაშიც, მხარეს აქვს ყველა საპროცესო უფლება - იგი ინფორმირებულია, მონაწილეობს განხილვაში და აქვს გასაჩივრების უფლება.

შესაბამისად, არასწორია მოსაზრება იმის შესახებ, რომ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული მხარეთა საპროცესო უფლებები.

კანონპროექტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოში კომერციული ბანკებისგან მიღებული ინფორმაცია მისი მიღებისთანავე, ხდება საიდუმლო და არ გადაეცემა იმ პირებსაც კი, ვისაც კანონმდებლობის მიხედვით შესაძლებელია გადაეცეს საგადასახადო საიდუმლოების შემცველი სხვა დოკუმენტები.

შესაბამისად, გაუგებარია რას ეყრდნობა წერილის ავტორის მოსაზრება, რომ თითქოს საფრთხის ქვეშ დგება პირადი ცხოვრების უფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცულობა.

კანონპროექტის მიხედვით (საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლი), მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით საბანკო დაწესებულების ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისგან ინფორმაცია გამოითხოვოს გადასახადების ადმინისტრირების მიზნით, ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე, ამასთან, ადმინისტრირების მიზნებისათვის ინფორმაციის გამოთხოვისას, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს, ერთხელ მაინც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართა ინფორმაციის მიწოდების თაობაზე და პირმა ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა.

ამდენად, გაუგებარია და მცდარია დაასკვნა, რომ საგადასახადო ორგანოს ეძლევა შეუზღუდავი დისკრეცია პირის კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების პროცესში და ის არ არის ვალდებული მიუთითოს, თუ რისთვის ესაჭიროება მოთხოვნილი ინფორმაცია.

კანონპროექტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში ზუსტად უნდა იყოს აღწერილი მოთხოვნილი ინფორმაციის არსი, ამასთან, აუცილებლად უნდა მიეთითოს რა ფორმით და ვადაში სურს საგადასახადო ორგანოს ინფორმაციის მიღება;

შესაბამისად, სრულიად დაუსაბუთებელია მოსაზრება, რომ თითქოს, ამ კანონპროექტის შედეგად, ჩნდება საბანკო საიდუმლოებაზე უვადო კონტროლის საფრთხე.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25დეკემბერი დღე თვე წელი
2024 24.12 01.12 01.01
  24.12 24.12
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 298.21 922.4 1 577.3
შემოსულობები : 66.1
2 027.724 929.6
მ.შ გადასახადები :40.6
1 722.919 780.6
გადასახდელები : 119.21 705.1
24 261.9
ნაშთი ბოლოს : 2 245.1 2 245.12 245.1

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა