მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს ინკლუზიური ზრდის მიღწევასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებით



მიმდინარე წლის 22 მაისს, საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა, ხელი მოაწერეს ორ საფინანსო ხელშეკრულებას რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის პროგრამული განვითარების პოლიტიკის, ასევე ქვეყანაში ინკლუზიური ზრდის პროგრამული განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის ჯამში, 120 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე.

ხელშეკრულებები გააფორმეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, ჰენრი კერალიმ.

კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის პროგრამული განვითარების პოლიტიკის ღონისძიება, მიზნად ისახავს ქვეყანაში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, საფინანსო სექტორის განვითარებას, ექსპორტის შესაძლებლობების ზრდას.

ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიების მიზანია, სახელმწიფო დაწესებულებების ფისკალური კონტროლის გაძლიერება, ბიუჯეტის დაგეგმვის და სამოქალაქო სერვისების სისტემის რეფორმის გაუმჯობესება, სოციალური ხარჯების ეფექტურობის უზრუნველყოფა.

„დღეს გაფორმებული ხელშეკრულებები მოხმარდება საჯარო და კერძო სექტორებში მიმდინარე რეფორმებს. ორივე მიმართულებით ღონისძიებების განხორციელება უკვე დაწყებულია, შესაბამისად, ეს თანხები მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. თქვენ იცით, რომ ხორციელდება რეფორმები საჯარო ფინანსების მართვის, ჯანდაცვის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების, შესყიდვების სისტემის სრულყოფის მიმართულებით და ა.შ. გამომდინარე აქედან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკი განაგრძობს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას, რათა აღნიშნული რეფორმები წარმატებით განხორციელდეს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

„ინკლუზიური ზრდის პროგრამული ღონისძიება მთავრობას დახმარებას უწევს სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებასა და ფისკალურ მართვაში, რათა ეკონომიკური ზრდა უფრო მეტად ინკლუზიური გახდეს. ეს ნიშნავს, იმას, რომ ეკონომიკური ზრდით მიღებული სარგებელი აისახოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე. კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის პროგრამული ღონისძიება კი გულისხმობს სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რადგან სწორედ კერძო სექტორი უნდა იქცეს დასაქმების ძირითად წყაროდ და ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად,“ - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა,  ჰენრი კერალიმ.

„მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ შედეგს, რომლის საფუძველზეც, ბევრ სფეროში საქართველოსთვის ხელსაყრელი რეფორმების განხორციელებას შევძლებთ. ეს მოიცავს, როგორც ინვესტორთა საბჭოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის ჩარჩო კანონმდებლობის შექმნას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მუშავდება დეპოზიტების დაზღვევის შესახებ, ასევე კაპიტალის ბაზრის შესახებ კანონმდებლობები, ხდება სტანდარტიზაციისა და აკრედიტაციის სფეროში არსებული კანონმდებლობის დახვეწა, შექმნილია ინოვაციების, მეწარმეობის განვითარების სააგენტოები, რომლებიც მუშაობენ, რათა ერთის მხრივ, საქართველოში დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები, მეორეს მხრივ, შეიქმნას ახალი საწარმოები, რომლებიც ხელს შეიწყობენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ბიზნეს სექტორის გაძლიერებას და დასაქმებას,“ – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ.

ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრიორიტეტები თანხვედრაშია მსოფლიო ბანკისა და საქართველოს თანამშრომლობის 2014-2017 წლების სტრატეგიასთან და შეესაბამება მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას „საქართველო 2020“.




სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

22ნოემბერი დღე თვე წელი
2024 21.11 01.11 01.01
  21.11 21.11
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 005.12 027.0 1 577.3
შემოსულობები : 142.4
1 527.522 479.3
მ.შ გადასახადები :63.0
1 298.317 836.5
გადასახდელები : 144.51 551.6
22 053.7
ნაშთი ბოლოს : 2 003.0 2 003.02 003.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა