სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 6 თვის მონაცემებით კვლავ გადაჭარბებით შესრულდა



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციით, 2015 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების პროგნოზი 4 მილიარდ 535.1 მლნ ლარი, 252 მლნ. ლარის გადაჭარბებით შესრულდა და 4 მილიარდ 787.1 მლნ ლარი შეადგინა (გეგმის 105.6%); მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებულია 76,9 მლნ ლარით და შეადგენს 3 მილიარდ 581 მლნ ლარს, რაც გეგმის (3 მილიარდ 504.1 მილიონი ლარი) 102.2%-ია. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის საგადასახადო შემოსავლები 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს 378,1 მლნ ლარით (11,8%-ით) აღემატება.

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 6 თვის გეგმის (3 მილიარდ 708.2 მლნ ლარი) მიმართ გადაჭარბდა 106.2 მლნ ლარით და შეადგინა 3 მილიარდ 814,4 მლნ ლარი, გეგმიური მაჩვენებლის 102,9%. 2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის 6 თვის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი  2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 405 მლნ ლარით (11,9%-ით).
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ოთხივე კატეგორია (შემოსავლები, პრივატიზაცია, ფინანსური აქტივების კლება, ვალდებულებების ზრდა) გეგმასთან მიმართებაში გადაჭარბებით არის შესრულებული.
ამასთან, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებელი 6 თვის გეგმის (4 მილიარდ 572.7 მილიონი ლარი) მიმართ შეადგენს 96,2 %-ს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი მიმდინარე წლის 6 თვის ბოლოსთვის შეადგენს 823,5 მლნ ლარს. ჯამში ნაშთის სახით, დაგროვილია დაგეგმილზე 427 მლნ ლარით მეტი.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 7აპრილი დღე თვე წელი
2025 04.04 01.04 01.01
  04.04 04.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 526.61 643.5 1 386.2
შემოსულობები : 78.2
308.36 959.1
მ.შ გადასახადები :73.5
202.35 630.8
გადასახდელები : 185.4532.4
6 925.9
ნაშთი ბოლოს : 1 419.4 1 419.41 419.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა