ღია დისკუსია ბიზნესთან საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებების შესახებ



მიმდინარე წლის 9 ივლისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

შეხვედრა გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა კეროლ უილსონმა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.

მოხსენებები საგადასახადო კოდექსსა და ადმინისტრირებაში ცვლილებების, ასევე გადასახადების გადამხდელების მომსახურების გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ გააკეთეს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.
დიალოგი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს კერძო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლებმა.

G4G-ის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტრომ გადასახადების გადამხდელებს გააცნო საგადასახადო კოდექსის ცვლილებები და საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების შემდგომი გამარტივების გეგმა, რათა გადამხდელთა შენიშვნები და ინტერესები უკეთ აისახოს ახალ კანონმდებლობაში.

საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა G4G-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მისი მიზანია, კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა, ასევე მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის ხელშეწყობით ეკონომიკური რეფორმების განხორციელება.

პროექტის კონსულტანტები აქტიურად მუშაობენ ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებაზე და ეხმარებიან სამინისტროს საჯარო გადაწყვეტილებისა და საგადასახადო კოდექსის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ევროკავშირის დღგ-ს დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

G4G - „მმართველობა განვითარებისთვის“ USAID-ის ხუთწლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

20დეკემბერი დღე თვე წელი
2024 19.12 01.12 01.01
  19.12 19.12
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 328.61 922.4 1 577.3
შემოსულობები : 134.4
1 773.024 674.9
მ.შ გადასახადები :56.5
1 534.319 592.1
გადასახდელები : 74.21 306.6
23 863.5
ნაშთი ბოლოს : 2 388.8 2 388.82 388.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა