სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა საქართველოში



მიმდინარე წლის 21 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სასტუმრო „რუმს თბილისში“ გაიმართა ყოველწლიური კონფერენცია თემაზე: „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა-შიდა აუდიტი"

ღონისძიება გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და GIZ-ის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მარტინ ჰომოლამ.

უკვე 5 წელია, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის რეფორმა ემსახურება საჯარო დაწესებულებებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებას, როგორიცაა საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად და პროდუქტიულად განკარგვა.

შიდა აუდიტის სუბიექტების მთავარი ფუნქციაა, სწორად შეაფასოს სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა და გასცეს რეკომენდაციები ხელმძღვანელისთვის, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ან გაუმჯობესდეს სისტემა, რათა საჯარო დაწესებულებამ შეძლოს დასახული მიზნების უფრო ეფექტურად მიღწევა.

კონფერენციის ფარგლებში, განიხილეს შიდა აუდიტის სამსახურების განვითარებისათვის განხორციელებული ღონისძიებები და მიღებული შედეგები, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ჰარმონიზაციის ცენტრის ფუნქციონირების ფარგლებში განხორციელდა.

კონფერენციაზე მოხდა ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული ორი მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური დოკუმენტის პრეზენტაცია: „შიდა აუდიტის მეთოდოლოგია“ და „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელო“.

ამ კუთხით, ჰარმონიზაციის ცენტრის თანამშრომლებს მხარდაჭერა გაუწიეს GIZ-ის მიერ მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა. აღნიშნული დოკუმენტები შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან. მათი დამტკიცება იგეგმება მას შემდეგ, რაც შიდა აუდიტორების მიერ მოხდება მათი პრაქტიკაში გამოყენება-შეფასება.
შეხვედრაზე საერთაშორისო ექსპერტებმა, ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ჰარმონიზაციის ცენტრის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია რეფორმის მიმდინარეობისა და გამოწვევების შეახებ.

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შიდა აუდიტორებს და მათ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგებს.

კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული ახალი სახელმძღვანელო აქტები: „შიდა აუდიტის მეთოდოლოგია“ და „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელო“.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

26სექტემბერი დღე თვე წელი
2024 25.09 01.09 01.01
  25.09 25.09
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 344.91 985.4 1 577.3
შემოსულობები : 147.6
1 932.818 613.2
მ.შ გადასახადები :51.3
1 638.814 722.5
გადასახდელები : 91.31 516.9
17 789.3
ნაშთი ბოლოს : 2 401.3 2 401.32 401.3

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<სექტემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა