ფინანსთა მინისტრმა ევროკავშირის ელჩს ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის საქმიანობა გააცნო



მიმდინარე წლის 27 ივლისს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანუშ ჰერმანი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონას ეწვივნენ.

ფინანსთა მინისტრმა ევროკავშირის ელჩს კონტეინერების კონტროლის დანაყოფის მუშაობის სპეციფიკა, ზოგადად, ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის საქმიანობა და გეზ-ის პროცედურები გააცნო. კონტეინერების კონტროლის დანაყოფი ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 2012 წლიდან ფუნქციონირებს და ევროკავშირი კონტეინერების კონტროლის პროგრამის ერთ-ერთი დონორია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დანაყოფის ფუნქციონირება შესაძლებელი გახდა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის -კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში.

კონტეინერების მეშვეობით გადაზიდული ტვირთების კონტროლს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ოფიცრებთან ერთად, ახორციელებენ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა დასაპატრულო პოლიციისდეპარტამენტის თანამშრომლები.

კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ანალოგიური დანაყოფი ფუნქციონირებს თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაშიც.


 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 7აპრილი დღე თვე წელი
2025 04.04 01.04 01.01
  04.04 04.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 526.61 643.5 1 386.2
შემოსულობები : 78.2
308.36 959.1
მ.შ გადასახადები :73.5
202.35 630.8
გადასახდელები : 185.4532.4
6 925.9
ნაშთი ბოლოს : 1 419.4 1 419.41 419.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა