მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერა მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების ეკონომიკურ განვითარებასა და ტურისტული პოტენციალის ზრდას მოხმარდება



მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ მელითაურმა, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის „რეგიონალური განვითარების მესამე პროექტის“ განხორციელების მიზნით.

აღნიშნული პროექტისთვის მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს გამოყოფს.

ბანკის მხარდაჭერით გათვალისწინებულია მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაცია, აგრეთვე სხვადასხვა ქალაქებში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის მიზნით ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების განხორციელება.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

დღესვე საპროექტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ მელითაურმა.

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს ორი მსგავსი პროექტი იმერეთისა (30 მილიონი აშშ დოლარი) და კახეთის რეგიონებში (60 მილიონი აშშ დოლარი).

რეგიონებში აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ცხოვრების დონის ამაღლებას, ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვას. რეგიონებში ტურისტული პოტენციალის ათვისება გაზრდის ადგილზე დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს.

 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  04ივლისი დღე თვე წელი
2025 03.07 01.07 01.01
  03.07 03.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 891.31 984.7 1 386.2
შემოსულობები : 115.0
220.413 561.4
მ.შ გადასახადები :39.4
126.710 661.2
გადასახდელები : 45.1243.9
12 986.3
ნაშთი ბოლოს : 1 961.2 1 961.21 961.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა