ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური „ბეთსონ ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს ულრიხ ბენგსტონს შეხვდა



მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური „ბეთსონ ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს ულრიხ ბენგსტონსა და მის ქართველ პარტნიორებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნეს გარემო. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის პრაქტიკაზე.

ფინანსთა მინისტრმა, ასევე ისაუბრა იმ მასშტაბური ღონისძიებების თაობაზე, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდში უმასპინძლა. ესენია: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ასევე შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრები, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, ევროპის სუპერთასის ფინალი.
როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში თბილისი უმასპინძლებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა მეექვსე რაუნდს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაგეგმილია „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აბრეშუმის გზის მომავლით დაინტერესებული სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას, ტურისტების მოზიდვას, ეკონომიკის განვითარებას.
საუბარი შეეხო ასევე „ბეთსონ ჯგუფის“ სამომავლო გეგმებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებასთან და ადგილობრივი კვალიფიციური საინჟინრო პოტენციალის გამოყენებასთან.

ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ „ბეთსონ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრები თბილისში ნაყოფიერი იქნება და კომპანია ახალი ინვესტიციებით შეძლებს საქმიანობის გაფართოებას ქვეყანაში.


 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25დეკემბერი დღე თვე წელი
2024 24.12 01.12 01.01
  24.12 24.12
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 298.21 922.4 1 577.3
შემოსულობები : 66.1
2 027.724 929.6
მ.შ გადასახადები :40.6
1 722.919 780.6
გადასახდელები : 119.21 705.1
24 261.9
ნაშთი ბოლოს : 2 245.1 2 245.12 245.1

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა