ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის გენერალურ მდივანს, ძინ ლიცუნს შეხვდა



მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) გენერალურ მდივანს, ძინ ლიცუნს, რომელიც AIIB-ის დამფუძნებელი ქვეყნების მთავარი მომლაპარაკებლების მე-6 შეხვედრის ფარგლებში საქართველოში იმყოფება. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობის საკითხებს, რათა საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ბანკის დაფინანსებით განხორციელდება როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისათვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები.

ფინანსთა მინისტრმა ბანკის გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია რეგიონსა და საქართველოში შექმნილი ეკონომიკური ვითარების, ასევე ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველო აქტიურად ჩაერთოს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაში. 

„მნიშვნელოვანია, რომ ბანკის დაფუძნებიდან პირველი ასეთი ტიპის შეხვედრა სწორედ თბილისში იმართება. დღეს შედგა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები. უახლოეს პერიოდში ბანკი უკვე აქტიურად დაიწყებს ფუნქციონირებას და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრები კონკრეტულ შედეგს გამოიღებს. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ჩინეთის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს გააჩნია, მათ შორის, აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებისთვის. როგორც ცნობილია, სწორედ ჩინეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი ინიციატივაა „ერთიანი გზა - ერთიანი სარტყელი,“ რომლის ფარგლებშიც სერიოზული შესაძლებლობებია როგორც საქართველოსთვის ისე მისი მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოებისთვის. ასე რომ, ამ მიმართულებითაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკმაოდ საინტერესო პერსპექტივაა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. 

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ჩამოვედით აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყნების მთავარი მომლაპარაკებლების მე-6 რაუნდის ჩასატარებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა ბანკის ისტორიაში. ჩინეთი, როგორც ბანკის დაფუძნების ინიციატორი ქვეყანა, აკეთებს ყველაფერს, რათა ბანკმა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ფუნქციონირება. ჩინეთსა და საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობები აკავშირებთ. იმედი მაქვს, ჩინეთის დახმარებითა და მხარდაჭერით, აღნიშნული ბანკი შეძლებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში თავის წვლილის შეტანას,“ - განაცხადა ბანკის გენერალურმა მდივანმა.   

დღესვე, ფინანსთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ქართულმა მხარემ ბანკის გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ, ასევე დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების თაობაზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა