საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში სამთავრობო მოლაპარაკებები გაიმართა



გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას.

თბილისში გაიმართა სამთავრობო მოლაპარაკებები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში. მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გერმანიის სამთავრობო დელეგაციას და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბეტინა კადენბახს შეხვდა.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროში შედგა ხელმოწერის ცერემონია. შეთანხმების ოქმს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა დირკ შათშნაიდერმა.   

მოლაპარაკებების დროს განიხილეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების მიმდინარე სტატუსი და ასევე, სამომავლო გეგმები.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კვლავ განაგრძობს საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერას ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე დაფიქსირდა მხარდაჭერა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა პროფესიული განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მეტროლოგია, გარემოს დაცვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება.

საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების განხორციელებაში ჩართულმა უწყებებმა და ორგანიზაციებმა, ხოლო გერმანიის მხრიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 17აპრილი დღე თვე წელი
2025 16.04 01.04 01.01
  16.04 16.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 526.71 643.5 1 386.2
შემოსულობები : 197.2
1 290.57 941.6
მ.შ გადასახადები :190.4
1 108.46 536.8
გადასახდელები : 361.51 571.6
7 965.5
ნაშთი ბოლოს : 1 362.4 1 362.41 362.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა