ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კონფერენცია "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა" გახსნა



მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ ევროპის საბჭომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით გამართა კონფერენცია თემაზე: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა“. 

კონფერენცია გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.

დისკუსია შეეხო ეროვნული რისკების შეფასებასა და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების როლს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის დაცვაში. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა. 

„მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. განსაკუთრებით, ცნობილი ტერორისტული აქტების შემდეგ, მთელი მსოფლიო ებრძვის ფულის გათეთრებას და ამ მექანიზმებით ტერორიზმის დაფინანსებას. ჩვენ თავიდანვე ჩართულები ვიყავით აღნიშნულ პროცესში. საქართველოს საკმაოდ დიდი წარმატება აქვს. ამას ადასტურებს დღევანდელი ღონისძიება, როდესაც ევროკავშირის, ევროსაბჭოს დელეგაციები არიან ჩამოსულები და ჩვენთან ერთად მსჯელობენ იმ საკითხებზე, რომლებიც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. ჩვენთან ერთად ჩვენი კოლეგები არიან სხვადასხვა უწყებიდან. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ. ფინანსთა სამინისტრო ამ პროცესს გარკვეულ კოორდინაციას უწევს და ვფიქრობ, რომ საქართველო იქნება ადგილი, სადაც ფულის გათეთრების პრობლემა არ იარსებებს და ჩვენ, ასე ვთქვათ, თეთრი ფულით შევძლებთ საინტერესო ინვესტიციების განხორციელებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. 

კონფერენციაზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები წარმოადგინეს ევროპის საბჭოს, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, იუსტიციის სამინისტროების, მთავარი პროკურატურის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. 

პროექტი ევროპის საბჭოსა და ევროგაერთიანების პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს (PCF) ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად ხორციელდება და წარმოადგენს იმ ხუთი პროექტიდან ერთ-ერთს, რომლებიც შეეხება რეგიონში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემაში არსებული საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს, უნარებისა და საქმიანობის გაძლიერება საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად. 

პროექტი 2017 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

22ნოემბერი დღე თვე წელი
2024 21.11 01.11 01.01
  21.11 21.11
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 005.12 027.0 1 577.3
შემოსულობები : 142.4
1 527.522 479.3
მ.შ გადასახადები :63.0
1 298.317 836.5
გადასახდელები : 144.51 551.6
22 053.7
ნაშთი ბოლოს : 2 003.0 2 003.02 003.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა