ინფორმაცია მიმდინარე წლის 9 თვის ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების შესრულების თაობაზე



2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმა (5 772,6 მლნ ლარი) 137,6 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა და 5 910,2 მლნ ლარი შეადგინა (გეგმის 102,4%). ეს მაჩვენებელი 2015 წლის წლიური გეგმის 7 820 მლნ ლარის 75,6%-ს შეადგენს და  602,3 მლნ ლარით, 11,3%-ით აღემატება 2014 წლის შესაბამის მონაცემებს. 

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 9 თვის გეგმა 15,3 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა, რაც გეგმის 0,21%-ს შეადგენს (გეგმა - 7 243,3 მლნ ლარი; საკასო - 7 258,6 მლნ ლარი)

სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმა 118,0 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა, რაც გეგმის 2,2%-ია (გეგმა -5 484.6 მლნ; საკასო - 5 602,6 მლნ)

საგადასახადო შემოსავლების შესრულებამ წლიური გეგმის - 7 400 მლნ ლარის მიმართ შეადგინა 75,7%.

9 თვეში წინა წელთან შედარებით გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულია 563 მლნ ლარით, 11,2%-ით მეტი.

9 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 6 909,6 მლნ ლარი, რაც გეგმის (7 208,1 მლნ ლარი) 95,6%-ს შეადგენს.

9 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულადმა ნაშთმა შეადგინა 783,7 მლნ ლარი, რაც გეგმას 314,1 მლნ ლარით აღემატება.

წლის დასაწყისთან შედარებით ნაშთის დაგროვებამ დამატებით 349,3 მლნ ლარი შეადგინა. 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 23მაისი დღე თვე წელი
2025 22.05 01.05 01.01
  22.05 22.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 258.61 619.3 1 386.2
შემოსულობები : 100.8
2 312.311 006.3
მ.შ გადასახადები :47.1
1 408.78 499.7
გადასახდელები : 44.31 616.5
10 077.4
ნაშთი ბოლოს : 2 315.1 2 315.12 315.1

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა