EIB-ს მხარდაჭერით „ქუთაისის წყალარინების პროექტი” დაფინანსდება



საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში მყოფი EIB-ს  ვიცე-პრეზიდენტი ლასლო ბარანიაი (Laszlo Baranyay), საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. 

დღესვე, ფინანსთა მინისტრმა და  ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას  საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის „ქუთაისის წყალარინების პროექტის” დაფინანსების მიზნით 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე.  ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი.

აღნიშნული პროექტის თანადაფინანსებისათვის ევროკავშირის მიერ ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) ფარგლებში გამოყოფილი იქნება 4,75 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი და ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდიდან (EPTATF) 3,25 მილიონი ევროს ოდენობით გრანტი პროექტის ტექნიკური დახმარებისთვის.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ქუთაისის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.  (კერძოდ, შეიცვლება ძველი და დამონტაჟდება ახალი საკანალიზაციო მილები, ჩამდინარე წყლების ახალი სატუმბი სადგურები, მოეწყობა ახალი და მოხდება ძველი საკანალიზაციო ჭების რეაბილიტაცია, აშენდება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ახალი ნაგებობა.)

პროექტს  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს

აღსანიშნავია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით წყლის სექტორში მიმდინარეობს ორი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების (სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია, შიდა ქართლი და კახეთი) მასშტაბით წყლისა და სანირების სფეროში ეფექტურობის, მომსახურების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით ქვეპროექტების განხორციელებას. აღნიშნულისათვის EIB-ს მიერ გამოყოფილია 80 მლნ ევრო სესხის სახით. 

EIB-ს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე  აღნიშნული პროექტების თანმდევი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) ფარგლებში გამოყოფილია გრანტები, პირველი პროექტისთვის 4 მილიონი ევროს ოდენობით, ხოლო მეორე პროექტისთვის - 8 მილიონი ევროს ოდენობით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25დეკემბერი დღე თვე წელი
2024 24.12 01.12 01.01
  24.12 24.12
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 298.21 922.4 1 577.3
შემოსულობები : 66.1
2 027.724 929.6
მ.შ გადასახადები :40.6
1 722.919 780.6
გადასახდელები : 119.21 705.1
24 261.9
ნაშთი ბოლოს : 2 245.1 2 245.12 245.1

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა