საქართველო-თურქეთის საზღვარზე ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“ გაიხსნა



მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი, ახალი საავტომობილო საბაჟო გამშვები პუნქტი - „კარწახი“ გაიხსნა. პარალელურად, თურქეთში გაიხსნა საბაჟო-გამშვები პუნქტი „აქთაშ-ჩილდირი“.

ახალი საბაჟო გამშვები პუნქტების გახსნის აღსანიშნავად, საქართველო-თურქეთის საზღვრის მიმდებარე მონაკვეთზე, საბაჟო პუნქტების გახსნის ერთობლივი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი ჯენაფ აშჯი, ასევე სხვა მაღალი რანგის სტუმრები საქართველოდან და თურქეთის რესპუბლიკიდან.

როგორც საზეიმო ღონისძიებაზე აღინიშნა, ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის ამოქმედება ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ამასთან, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით, საერთაშორისო მიმოსვლის განვითარებაში.

თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარება, საბაჟო პროცედურების ეფექტურად მართვა ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შესაბამისად, ახალი საბაჟო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს:

• მგზავრებისათვის კომფორტული და სწრაფი მომსახურების მიღებას;
• „სარფისა“ და „ვალეს“ საბაჟო-გამშვები პუნქტების განტვირთვას;
• სასაზღვრო პოლიტიკის გაუმჯობესებას;
• საბაჟოს გამტარიანობის მაჩვენებელი დღე/ღამეში მინიმუმ 500-600 სატვირთო მანქანა და 10000 მგზავრი;
• ახალი სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დამატებითი წყაროს შექმნას;

საბაჟო-გამშვებ პუნქტში პირველ ეტაპზე, სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის საფუძველზე, დასაქმდა დაახლოებით 70 პირი (მებაჟე ოფიცრები, ფოტოსანიტარიული და ვეტერინარული სამსახური, დამხმარე პერსონალი, მოიჯარეები), მათგან 80-85% ადგილობრივი მცხოვრებია.

„კარწახის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობისა და აღჭურვის საერთო ღირებულებამ 11 532 940 ლარი შეადგინა. პროექტის დაწყებიდან დღემდე, სამშენებლო სამუშაოებში დასაქმდა 200-მდე მოქალაქე, აქედან 40-50 მოქალაქე ადგილობრივი მცხოვრებია.

დღესვე, საქართველო-თურქეთის საზღვარი გადაკვეთეს როგორც ფიზიკურმა პირებმა, ასევე სატვირთო ავტომობილებმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 7აპრილი დღე თვე წელი
2025 04.04 01.04 01.01
  04.04 04.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 526.61 643.5 1 386.2
შემოსულობები : 78.2
308.36 959.1
მ.შ გადასახადები :73.5
202.35 630.8
გადასახდელები : 185.4532.4
6 925.9
ნაშთი ბოლოს : 1 419.4 1 419.41 419.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა