ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში და მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარადგინა



მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში და მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარადგინა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, იანვარ-ოქტომბერში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 6 მილიარდ 526 მილიონი ლარი შეადგინა, რაც შარშანდელ შესაბამის პერიოდს 641 მილიონი ლარით აღემატება. 6 ნოემბრის საღამოს მდგომარეობით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით უკვე მიღებულია 6 მილიარდ 641 მილიონი ლარი, რაც წლიური გეგმის 85 პროცენტია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში შეადგინა 7 მილიარდ 962 მილიონი ლარი, რაც წლიური გეგმის 84 პროცენტს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტში 605 მილიონი ლარით მეტია მობილიზებული, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში. გადასახდელების კუთხით იანვარ-ოქტომბერში 7 მილიარდ 710 მილიონი ლარია გაწეული, ათ თვეში კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე გაწეულმა ხარჯმა მილიარდ 226 მილიონი ლარი შეადგინა.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, მთავრობას წარედგინა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 120 მილიონი ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების გეგმის გაზრდას. ამავე დროს, 185 მილიონი ლარით მცირდება სესხება შიდა ბაზარზე. დაახლოებით 100 მილიონი ლარით შემცირდება საგარეო დაკრედიტება და აღნიშნული თანხებიდან 96 მილიონი ლარით გაიზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება. ასევე გაიზრდება სოფლის მეურნეობის სამინისტროში ლიზინგისთვის გამოყოფილი თანხა 4 მილიონით, ამავე დროს, აღნიშნულ უწყებას შეუმცირდება ირიგაციისა და დრენაჟის პროექტისთვის გამოყოფილი თანხა და ეს პროექტი გადავა მომავალ წელს. გარდა ამისა, 77 მილიონი ლარით შემცირდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მინისტრთა კაბინეტს თხოვნით მიმართა, წარმოდგენილი ცვლილებები პარლამენტს მიმდინარე კვირასვე გადაუგზავნოს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობა წარმოდგენილ პროექტს დღევანდელ სხდომაზე მოიწონებს, შემდეგ დოკუმენტი განსახილველად პარლამენტს გაეგზავნება.


სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25დეკემბერი დღე თვე წელი
2024 24.12 01.12 01.01
  24.12 24.12
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 298.21 922.4 1 577.3
შემოსულობები : 66.1
2 027.724 929.6
მ.შ გადასახადები :40.6
1 722.919 780.6
გადასახდელები : 119.21 705.1
24 261.9
ნაშთი ბოლოს : 2 245.1 2 245.12 245.1

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა