2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში



მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დეპუტატებს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.

ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკის რეალური ზრდის 3%-იანი, ხოლო ინფლაციის 4.5%-იანი პროგნოზის პირობებში, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზებთან და რეგიონში შექმნილი რეალობისა და კონსერვატული მიდგომის გათვალისწინებით რეალისტურია.

„წარმოდგენილი პროექტი ჯერ კიდევ გადამუშავების სტადიაშია. მიმდინარეობს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნებისა და წინადადებების განხილვა და პროექტის საბოლოო ვარიანტს საქართველოს პარლამენტში 30 ნოემბრამდე წარმოვადგენთ. ამ პერიოდის განმავლობაში გავაგრძელებთ კომუნიკაციას კომიტეტებთან, ფრაქციებთან, პარლამენტის ცალკეულ წევრებთან იმისათვის, რათა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი მოსაზრებები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდის ტემპები; გავზარდოთ ეკონომიკა; ეკონომიკა იყოს სტაბილური; ინფლაცია იყოს პროგნოზირებულ პარამეტრებში და ამავე დროს, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.


მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წლის ბიუჯეტი 3%-იანი დეფიციტის ფარგლებში იგეგმება, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციებთან.

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 225.0 მლნ ლარით, ხოლო საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 780.0 მლნ ლარით განისაზღვრა.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენს 9 920.0 მლნ ლარს, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები - 9 110.0 მლნ ლარს, გრანტები - 130.0 მლნ ლარს, კრედიტები - 680.0 მლნ ლარს.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ძირითადი მხარჯავი უწყება კვლავ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა, რომლის დაფინანსებაც ბიუჯეტის 30.9%-ს (3,07 მლრდ ლარი) შეადგენს.

ყველაზე დიდი ზრდა წინა წელთან შედარებით, საყოველთაო ჯანდაცვაზე (100 მლნ ლარი) და საპენსიო უზრუნველყოფაზე (90 მლნ ლარი) მოდის.

საპენსიო უზრუნველყოფაზე გათვალისწინებულია 1480,0 ლარი, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვაზე - 570,0 მლნ ლარი. მატებაა სოციალური დახმარებებისა და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პროგრამების ხარჯებშიც, რომელთა ზრდაც 49,0 და 48,3 მლნ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის ხარჯებში ასევე დიდი წილი უკავია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომლის ბიუჯეტი 134,4 მლნ ლარითაა გაზრდილი და 2016 წლისთვის დაგეგმილი ბიუჯეტის 11%-ია. ზოგადი განათლების დასაფინანსებლად მიიმართება 572,9 მლნ ლარი, რომელიც ითვალისწინებს სკოლის პედაგოგთა ხელფასების მატებას, ასევე მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგებისათვის გათვალისწინებული დანამატების დასაფინანსებლად საჭირო ხარჯებს.

მომავალ წელს გაგრძელდება მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის მიმართვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

ბიუჯეტის პროექტით ხარჯები გადანაწილებულია შემდეგნაირად:

✓ ჯანდაცვის სამინისტრო - 3 070,0 მლნ ლარი;
✓ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 975,2 მლნ ლარი;
✓ სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 281,4 მლნ ლარი;
✓ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 950,0 მლნ ლარი;
✓ თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 670,0 მლნ ლარი;
✓ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - 595,0 მლნ ლარი;
✓ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 95.0 მლნ ლარი;
✓ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - 153,0 მლნ ლარი;
✓ ენერგეტიკის სამინისტრო - 135,0 მლნ ლარი (მშ. გაზიფიცირება 20,0 მლნ ლარი);
✓ ეკონომიკის სამინისტრო - 85,0 მლნ ლარი, (მშ. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 20,0 მლნ ლარი);
✓ საგარეო საქმეთა სამინისტრო - 100,0 მლნ ლარი;
✓ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს - 95,0 მლნ ლარი;
✓ იუსტიციის სამინისტრო - 68,5 მლნ ლარი;
✓ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო - 70,0 მლნ ლარი;
✓ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 75,0 მლნ ლარი;
✓ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო - 40,7 მლნ ლარი;
✓ ფინანსთა სამინისტრო - 90,0 მლნ ლარი;
✓ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის ჯამში გათვალისწინებულია 280,0 მლნ ლარი;
✓ მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი.

პარლამენტში განხილვის შემდეგ ბიუჯეტი შენიშვნებით კვლავ მთავრობას დაუბრუნდება. ნოემბრის ბოლომდე მოხდება 9-10 თვის ეკონომიკური მაჩვენებლების წინასწარი მაჩვენებლების გაანალიზება, რის საფუძველზეც ბიუჯეტის მესამე, გადამუშავებულ ვარიანტში, ასახული იქნება რეალისტური პროგნოზი 2016 წლის რესურსთან დაკავშირებით.

მთავრობისა და პარლამენტის ურთიერთშეთანხმებით მოხდება ამ რესურსების პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილება, მათ შორის, პარლამენტის მიერ საკომიტეტო მოსმენების დროს გამოთქმულ რეკომენდაციებსა და შენიშვნებში ასახული ღონისძიებებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიმართულებით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25დეკემბერი დღე თვე წელი
2024 24.12 01.12 01.01
  24.12 24.12
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 298.21 922.4 1 577.3
შემოსულობები : 66.1
2 027.724 929.6
მ.შ გადასახადები :40.6
1 722.919 780.6
გადასახდელები : 119.21 705.1
24 261.9
ნაშთი ბოლოს : 2 245.1 2 245.12 245.1

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა