დასკვნითი შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან



მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ორი კვირის მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე მიღწეული პოზიტიური შედეგები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეთანხმება მიღწეულია მომავალი წლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, მათ შორის, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის, ინფლაციისა და ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლებზე.

შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებზე, იმ ღონისძიებებზე, რომელიც დაგეგმილია მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიმართულებით, აგრეთვე ისაუბრეს ამ კუთხით საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებზე.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა მომავალ წელსაც გააგრძელებს სოციალური ვალდებულებების დაფინანსებას, აგრეთვე განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორების, ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერას.

მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქართულმა მხარემ გამოთქვა სრული მზადყოფნა, გააგრძელოს ისეთი სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეკონომიკის განვითარებას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 7აპრილი დღე თვე წელი
2025 04.04 01.04 01.01
  04.04 04.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 526.61 643.5 1 386.2
შემოსულობები : 78.2
308.36 959.1
მ.შ გადასახადები :73.5
202.35 630.8
გადასახდელები : 185.4532.4
6 925.9
ნაშთი ბოლოს : 1 419.4 1 419.41 419.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა