თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალი ოფისი გაიხსნა



მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი, ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისათვის და იმ მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის, რომელიც ბანკის მიერ ფინანსდება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 2014 წელს პრაქტიკულად გაორმაგდა ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციები და 200 მილიონ ევროს გადააჭარბა, ხოლო თანამშრომლობის 23 წლის განმავლობაში ბანკის ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 2.6 მილიარდი ევრო შეადგინა.

ნოდარ ხადურმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობით ინვესტორთა საბჭოს შექმნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს არის ბიზნესის მხარდაჭერის კიდევ ერთი პლატფორმა, სადაც შესაძლებელია სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივად განიხილონ ის გამოწვევები, რაც ამ ეტაპზე აქვს კერძო სექტორს.

„ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ბანკს იმ გადაწყვეტილებისათვის, რომლის საფუძველზეც ბანკის წლიური შეხვედრის ადგილად შერჩეულ იქნა საქართველო. ჩვენთვის ეს იყო მნიშვნელოვანი გამოწვევა - გვეჩვენებინა მთელი მსოფლიოსთვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, წამყვანი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებისთვის, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, უმასპინძლოს ამგვარ ღონისძიებას, ისე როგორც ეს ხდება წამყვან ევროპულ ქვეყნებში, რადგანაც საქართველო ევროპის ნაწილია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

22ნოემბერი დღე თვე წელი
2024 21.11 01.11 01.01
  21.11 21.11
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 005.12 027.0 1 577.3
შემოსულობები : 142.4
1 527.522 479.3
მ.შ გადასახადები :63.0
1 298.317 836.5
გადასახდელები : 144.51 551.6
22 053.7
ნაშთი ბოლოს : 2 003.0 2 003.02 003.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა