2016 წლის პირველი ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება



მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობას 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი გააცნო.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 10 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, 200 მლნ ლარით გაიზრდება საგადასახადო შემოსავლების გეგმა და მისი მოცულობა 8.5 მილიარდ ლარზე მეტი იქნება. მისი თქმით, მთავრობა ფისკალური კონსოლიდაციის პრინციპის ერთგული რჩება და მომავალი წლის ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი არ გადააჭარბებს 3%-ს.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილია სოციალური ხარჯები - 2016 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო პენსია 20 ლარით გაიზარდება და ის 180 ლარით განისაზღვრება, ბიუჯეტიდან ამ მიზნით 1.6 მილიარდი ლარი დაიხარჯება. მომავალ წელს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე 800 მლნ ლარამდე დაიხარჯება, მათ შორის, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის შეუფერხებელი განხორციელებისათვის 570 მლნ ლარი მიიმართება.

ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტთან მიმართებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება და ფინანსური რესურსი ეფექტიანად იყოს გამოყენებული და სოციალური მიმართულების დაფინანსების გარდა, თანხები არ მოაკლდეს ეკონომიკის სხვა დარგებს მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას. „შესაბამისად, 2016 წლის 1-ლი ივლისიდან პენსიის ზრდის მატების გადაწყვეტილება გამომდინარეობს ფისკალური მაჩვენებლებიდან და სრულად იზიარებს მთავრობის მთავარ დაპირებას, რომელიც გულისხმობს ჩვენი მოსახლეობის, მათ შორის, პენსიონერების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე ზრუნვას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, პენსიების საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მთავრობა წლის განმავლობაში რამდენიმე ვარიანტს იხილავდა, დეპუტატებთან ერთად მიმდინარეობდა მუშაობა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე. როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, 90 მლნ ლარი, რომლითაც მომავალ წელს იზრდება საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი, არ დააკლდება სხვა მუხლებს. „ესაა დამატებითი შემოსავლები, რომელსაც ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის შედეგად მიიღებს და აღნიშნული თანხები მოხმარდება მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის საკითხს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელზეც სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მიმართავს განათლების სფეროა. ამისათვის ბიუჯეტში 1 მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული. 2012 წელთან შედარებით განათლების სისტემის ბიუჯეტი 2016 წელს 55%–ით გაიზრდება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, წელს, სექტემბრიდან გაზრდილია მასწავლებელთა საბაზო ხელფასი. 2016 წლის პირველი აპრილიდან დაგეგმილია მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების შემდგომი ზრდა. „მომავალი წლის აპრილიდან, მასწავლებელთა შრომის საშუალო ანაზღაურება 600-700 ლარი იქნება და ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ პედაგოგთა შრომის ანაზღაურება გაუთანაბრდეს ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს, შესრულდება“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მომავალი წლიდან ასევე ეტაპობრივად ამოქმედდება რამდენიმე სოციალური შეღავათი მაღალმთიანი რეგიონებისთვის. ესაა დანამატები პენსიონერებისთვის, პედაგოგებისთვის, ექიმებისა და ექთნებისთვის. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 20 მლნ ლარია გათვალისწინებული მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდისთვის და ეს თანხები მთაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, გამოყოფილია 950,0 მლნ ლარი, აქედან დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება. 280 მილიონი ლარია გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის. გარდა ამისა, მომავალ წელს კვლავ გაგრძელდება აგროდაზღვევისა და აგროკრედიტის პროგრამები, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებები, გაგრძელდება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერა.

მომავალ წელს დევნილთა განსახლების ღონისძიებისთვის გათვალისწინებული 75 მლნ ლარამდე ახალი სახლების მშენებლობასა და დევნილთათვის ბინების შეძენას მოხმარდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

22ნოემბერი დღე თვე წელი
2024 21.11 01.11 01.01
  21.11 21.11
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 005.12 027.0 1 577.3
შემოსულობები : 142.4
1 527.522 479.3
მ.შ გადასახადები :63.0
1 298.317 836.5
გადასახდელები : 144.51 551.6
22 053.7
ნაშთი ბოლოს : 2 003.0 2 003.02 003.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა