ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა



მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. მსოფლიო ბანკის მხრიდან მისიას ენერგეტიკისა და წიაღისეულის მოპოვების Global Practice-ს მენეჯერი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რანჯიტ ლამეში ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრს გააცნეს ბანკის მიერ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და ამ მიმართულებით მათ მიერ მომზადებული წინადადებები და რეკომენდაციები.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად, აგრეთვე აღნიშნულ სფეროში კერძო-საჯარო სექტორის თანამშრომლობის ფორმატის უფრო აქტიური გამოყენების მიმართულებით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქართული მხარე მსოფლიო ბანკთან ერთად მზადაა კომპლექსურად განიხილოს ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, ენერგოდამოუკიდებლობისა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას.

ფინანსთა მინისტრთან გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრო მსოფლიო ბაკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 11აპრილი დღე თვე წელი
2025 10.04 01.04 01.01
  10.04 10.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 399.41 643.5 1 386.2
შემოსულობები : 87.7
508.77 159.7
მ.შ გადასახადები :53.6
362.65 791.1
გადასახდელები : 183.5848.6
7 242.3
ნაშთი ბოლოს : 1 303.6 1 303.61 303.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა