თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება



17 დეკემბერს, სასტუმრო „რუმს თბილისში“, შემოსავლების სამსახურს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციასა (ნია) და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირს შორის, ხელი მოეწერა ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კოტრიკაძემ და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა.

როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, მემორანდუმზე ხელმოწერა ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ შეიძლება ბიზნესმა და სახელმწიფომ უკეთესი გარემოს შესაქმნელად, ერთობლივი, ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

მემორანდუმი, რომელიც ნავთობპროდუქტების სფეროში ევროკავშირის სტანდარტის დამკვიდრების მიმართულებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ძალისხმევას გააერთიანებს, ხელს შეუწყობს, როგორც ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობას, ასევე დაიცავს მომხმარებელთა ინტერესებს და გააუმჯობესებს ქვეყნის ეკოლოგიურ გარემოს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 14აპრილი დღე თვე წელი
2025 11.04 01.04 01.01
  11.04 11.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 303.61 643.5 1 386.2
შემოსულობები : 77.8
586.47 237.5
მ.შ გადასახადები :73.7
436.45 864.9
გადასახდელები : 116.1964.6
7 358.4
ნაშთი ბოლოს : 1 265.3 1 265.31 265.3

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა