მსოფლიო ბანკი განაგრძობს საქართველოს მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალის განახლების მხარდაჭერას



საქართველოსა და მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის“ (ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი) დაფინანსების მიზნით 140 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა. ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე  ილია დარჩიაშვილი.

პროექტით გათვალისწინებულია ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის დაახლოებით 14.1 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ახალი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა. აღნიშნული მონაკვეთიდან, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსდება დაახლოებით 8.3 კმ.

აღსანიშნავია, რომ პროექტს მსოფლიო ბანკთან ერთად აფინანსებს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რომელიც ამ მიზნით გამოყოფს 49.45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) ზემო ოსიაურიდან ჩუმათელეთის მიმართულებით დაახლოებით 5.8 კმ. სიგრძის მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს.

პროექტი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაგრძელებას, რომლის მშენებლობის დაფინანსების მიზნით, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ მსოფლიო ბანკის მიერ, ჯამურად გამოყოფილია დაახლოებით 367 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი. აღნიშნული სახსრებით დაფინანსდა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღაიანი - ზემო ოსიაური მონაკვეთი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა რიკოთის გვირაბს.

სატრანსპორტო-საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი წარმოადგენს ქვეყნის მთავარ სატრანსპორტო არტერიას. მისი მშენებლობა აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონის სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრი.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 8აპრილი დღე თვე წელი
2025 07.04 01.04 01.01
  07.04 07.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 419.41 643.5 1 386.2
შემოსულობები : 63.3
371.57 022.3
მ.შ გადასახადები :59.9
262.25 690.6
გადასახდელები : 19.0551.4
6 944.9
ნაშთი ბოლოს : 1 463.6 1 463.61 463.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა