შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან



დღეს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განმკარგულებელ დირექტორს, ფრანსის მალეჟესა და კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორს, ბრუნო ბალვანერას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს EBRD-ს მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია არა მხოლოდ ფინანსური თანამშრომლობის, არამედ ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

EBRD-ს მხარდაჭერით, ქვეყანაში ფინანსდება მნიშვნელოვანი პროექტები ენერგეტიკასა და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში. ბანკი ასევე აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან - მნიშვნელოვანია მისი როლი საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხითაც. აღსანიშნავია ბანკის თანამშრომლობა ინვესტორთა საბჭოში, რომელიც კიდევ ერთი პლატფორმაა ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უახლოეს პერიოდში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ განიხილება ისეთი პროგრამების დაფინანსება როგორებიცაა: დედაქალაქის ავტობუსების პარკის განახლება და მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით თანამშრომლობა.

ბანკის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსთან წარმატებული თანამშრომლობა გაგრძელდება და ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის სფეროში განხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ქართულ მხარეს მხარდაჭერა გაუწიოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის შედეგად, 2014 წელს პრაქტიკულად გაორმაგდა EBRD-ს მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციები, რომელმაც 200 მილიონ ევროს გადააჭარბა, ხოლო მთლიანად თანამშრომლობის 23 წლის განმავლობაში, ბანკის ინვესტიციებმა ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით 2.6 მილიარდი ევრო შეადგინა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 8მაისი დღე თვე წელი
2025 07.05 01.05 01.01
  07.05 07.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 345.21 619.3 1 386.2
შემოსულობები : 51.8
357.09 049.0
მ.შ გადასახადები :41.1
325.87 416.7
გადასახდელები : 33.1612.5
9 071.4
ნაშთი ბოლოს : 1 363.8 1 363.81 363.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა