ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიკროსაფინანსო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა



მოგების გადასახადის რეფორმა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები იყო განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურსა და მიკროსაფინანსო ასოციაციის წარმომადგენლებს შორის დღეს გამართული შეხვედრისას.

სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრებს გააცნეს მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები, მათი განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური შედეგები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გრძელდება მსჯელობა, თუ რა პერიოდიდან იქნება შესაძლებელი აღნიშნულ რეფორმაში საფინანსო სექტორის ჩართვა.

„როგორც გასული შეხვედრები, დღევანდელი დიალოგიც ძალიან საინტერესო იყო. მიკროსაფინანსო ასოციაციის წარმომადგენლებს გავაცანით ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელდა საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით, ასევე ვისაუბრეთ იმ რევოლუციურ სიახლეებზე, რომლებიც იგეგმება საგადასახადო კანონმდებლობაში. ჩვენ აქტიურად ვხვდებით ბიზნეს სექტორს და ეს კომუნიკაცია გაგრძელდება ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობა იყოს უფრო მეტად ადაპტირებული და ერგებოდეს იმ პრობლემებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რეფორმაა. უკვე გვქონდა საშუალება გავცნობოდით რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეებს, დღეს გვქონდა შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში. ადვილია იმ დადებითი შედეგების დასახელება, რაც მოჰყვება აღნიშნული რეფორმის განხორციელებას, მით უფრო, თუ ის გავრცელდება საფინანსო სექტორზეც. მოგეხსენებათ, აღნიშნულ სფეროში მნიშვნელოვანი კაპიტალია და ახალი ინიციატივა ხელს უწყობს კაპიტალის დაგროვებას ქვეყენაში, რაც მნიშვნელოვანია, ეს იქნება ლარში დაგროვილი ფინანსური რესურსი, რომლის ინვესტირებაც მოხდება ბიზნესში. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბევრად გამარტივდება საგადასახადო ადმინისტრირებაც. გვინდა ვისურვოთ, რეფორმა რაც შეიძლება მალე გავრცელდეს საფინანსო სექტორზეც,“ - განაცხადა მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ბესიკ შენგელიამ.

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების გარდა, საუბარი ასევე შეეხო აღნიშნულ სექტორში დღეს არსებულ ვითარებას და დარგის განვითარების პერსპექტივას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

22ნოემბერი დღე თვე წელი
2024 21.11 01.11 01.01
  21.11 21.11
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 005.12 027.0 1 577.3
შემოსულობები : 142.4
1 527.522 479.3
მ.შ გადასახადები :63.0
1 298.317 836.5
გადასახდელები : 144.51 551.6
22 053.7
ნაშთი ბოლოს : 2 003.0 2 003.02 003.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა