მსოფლიო ბანკი განაგრძობს საქართველოში გზების კეთილმოწყობის მხარდაჭერას



საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმდა საფინანსო ხელშეკრულება რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ საქართველოს „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტისთვის“ 40  მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე, რომელსაც ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.

ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (გურია, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი) შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაცია.

„სატრანსპორტო-საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან დღეს ხელმოწერილი შეთანხმება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მოხარულები ვართ, რომ მსოფლიო ბანკი აქტიურად გვიჭერს მხარს და აფინანსებს არა მხოლოდ ქვეყნის მთავარი სატრანზიტო არტერიის - ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტს, არამედ ბანკის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები მიიმართება  შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციას. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და სტაბილურ განვითარებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას რეგიონებში,  ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის წახალისებას, “ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

“საგზაო ინვესტიციებმა საქართველოში დადებითი გავლენა იქონია ეკონომიკაზე. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, რეგიონების დაკავშირებით და სოციალურ-ეკონომიკურ ცენტრებზე წვდომით, პროექტი ხელს შეუწყობს მეორე მიმართულებას, კერძოდ, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სამუშაო ადგილების შექმნას. აღნიშნულ რეგიონებში მოსახლეობა მიიღებს სარგებელს, რადგან შემცირდება მგზავრობისთვის საჭირო დრო და სატრანსპორტო დანახარჯები, გაიზრდება საგზაო უსაფრთხოება,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.

პროექტს 2016-2021 წლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 7აპრილი დღე თვე წელი
2025 04.04 01.04 01.01
  04.04 04.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 526.61 643.5 1 386.2
შემოსულობები : 78.2
308.36 959.1
მ.შ გადასახადები :73.5
202.35 630.8
გადასახდელები : 185.4532.4
6 925.9
ნაშთი ბოლოს : 1 419.4 1 419.41 419.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა