ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკში ავსტრალიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს შეხვდა



2016 წლის 15 ივნისს, ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის მმართველი ნოდარ ხადური შეხვდა აზიის განვითარების ბანკში (ADB) ავსტრალიის ჯგუფის (რომელიც ფარავს საქართველოს) აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს.

შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, წყალმომარაგება, კაპიტალის ბაზრის განვითარება. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

როგორც აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი მზადაა, საქართველოსთან გააგრძელოს წარმატებული თანამშრომლობა და გაზარდოს ფინანსური მხარდაჭერა ეფექტიანი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას.

ADB-ში აღმასრულებელმა დირექტორმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტის ორგანიზებისთვის და ფინანსთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მიიწვია ქ.მანილაში, აზიის განვითარების ბანკის სათაო ოფისში.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალარი (Yesim Elhan-Kayalar) და ADB-ს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გიორგი კიზირია.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19სექტემბერი დღე თვე წელი
2024 18.09 01.09 01.01
  18.09 18.09
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 471.21 985.4 1 577.3
შემოსულობები : 47.3
1 535.018 215.4
მ.შ გადასახადები :41.3
1 430.814 514.5
გადასახდელები : 95.11 096.9
17 369.3
ნაშთი ბოლოს : 2 423.5 2 423.52 423.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<სექტემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა