2016 წლის 21 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N32 აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 30 050 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 7.490%, მაქსიმალური - 7.650%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.555%.