შეხვედრა EDC-სა და BEHLEN Industries-ს წარმომადგენლებთან



2016 წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა კანადის ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოსა (EDC) და კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრის“( BEHLEN Industries) წარმომადგენლებს.

კანადის ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო სააგენტოა, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით და ქვეყანასთან გრძელვადიან თანამშრომლობას გეგმავს. სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, EDC-ი მზადაა საქართველოს გამოუყოს 120-150 მლნ დოლარის ოდენობის გრძელვადიანი ფინანსური რესურსი ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად.

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნესშესაძლებლობების, საინვესტიციო კლიმატის, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილის - სივრცითი მოწყობის რეფორმის შესახებ, ქვეყნის სატრანსპორტო-სატრანზიტო შესაძლებლობებისა და ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური საინვესტიციო პროექტების თაობაზე.

რაც შეეხება კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრის“, იგი უკვე ახორციელებს საინვესტიციო პროექტებს საქართველოში. პირველ ეტაპზე, კომპანია თელავში, ბათუმსა და გორში ააშენებს სპორტულ კომპლექსებს, რომელთა ღირებულება 33 850 000 აშშ დოლარს შეადგენს. მომავალში კანადური სამშენებლო კომპანია დაინტერესებულია ისეთი პროექტებით, როგორებიცაა: სარკინიგზო-საგზაო, გადამუშავებული პროდუქტების შესანახი სასაწყობე ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

15მაისი დღე თვე წელი
2024 14.05 01.05 01.01
  14.05 14.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 747.32 046.5 1 577.3
შემოსულობები : 131.8
634.68 980.4
მ.შ გადასახადები :118.2
580.87 454.5
გადასახდელები : 92.5894.5
8 771.1
ნაშთი ბოლოს : 1 786.6 1 786.61 786.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა