2017 წლის 17 იანვრიდან გალარების ერთჯერადი პროგრამა დაიწყება



2017 წლის 17 იანვრიდან გალარების ერთჯერადი პროგრამა დაიწყება. ფიზიკური პირები, ვისაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი საბანკო სესხები უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული, მათ კონვერტაციას ეროვნული ვალუტის სესხებად შეძლებენ. ამასთან, აღნიშნულ სესხებზე წინასწარ დაფარვის საკომისიო გაუქმდება. გალარების აქციას ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი.

სუბსიდირება ეხება საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას ან მის ნაწილს (არაუმეტეს 40 ათასი აშშ დოლარისა), რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის 1 იანვრისთვის არსებულ ძირითად თანხას.

სესხების გალარების ხარჯების შეღავათიანი კურსით სუბსიდირებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

გალარების პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

საქართველოს ყველა კომერციული ბანკი მზადაა, ყველა მსურველს, რომელსაც გალარება შეეხება, სათანადო მომსახურება გაუწიოს.

მთავრობა არ განახორციელებს სუბსიდიას იმ პირებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 2016 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, სესხის მომსახურე ბანკში მისი სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება აღემატება 100 000 (ასი ათას) აშშ დოლარს.

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას.

გალარება საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ლარიზაციის პროგრამის ერთ-ერთი ეტაპია. ის მიზნად ისახავს, მომხმარებლებს შეუმსუბუქდეს სესხის მომსახურების ტვირთი, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა.

ლარიზაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკონომიკის დოლარიზაციას, რაც, თავის მხრივ, ხელისუფლებას საშუალებას მისცემს გაატაროს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. ლარიზაცია შეამცირებს როგორც მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე, რაც მის სტაბილურობას შეუწყობს ხელს, ასევე ეკონომიკის დამოკიდებულებას გაცვლით კურსზე და უზრუნველყოფს მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლების სტაბილურ ზრდას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 17აპრილი დღე თვე წელი
2025 16.04 01.04 01.01
  16.04 16.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 526.71 643.5 1 386.2
შემოსულობები : 197.2
1 290.57 941.6
მ.შ გადასახადები :190.4
1 108.46 536.8
გადასახდელები : 361.51 571.6
7 965.5
ნაშთი ბოლოს : 1 362.4 1 362.41 362.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა