2017 წლის 1 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N11 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 105 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 7,550%, მაქსიმალური - 7.850%, ხოლო საშუალო შეწონილი 7,788%.