ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა



ბიზნესგაერთიანებებთან შეხვედრების ფორმატში, დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ბიზნესსექტორთან ამგვარი შეხვედრების მიზანია, საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება, კოდექსში არსებული ბუნდოვანი მუხლებისა და რეგულაციების დაზუსტება.

შეხვედრაზე ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა დასვეს ის შეკითხვები და წინადადებები, რომელიც უკავშირდებოდა როგორც მოგების გადასახადის რეფორმით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებს, ისე კოდექსით გათვალისწინებულ სხვა ნორმებს. მხარეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება უფრო გამარტივდეს და დაიხვეწოს საგადასახადო ადმინისტრირება გადასახადის გადამხდელებისთვის.

ამერიკის სავაჭრო პალატის მხრიდან გამოთქმულ კონკრეტული წინადადებებზე, ისევე როგორც სხვა ბიზნესგაერთიანებების შენიშვნებზე, ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას და ბიზნესიდან მიღებული მოსაზრებების გათვალისწინებით მომზადდება საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბარათაშვილი, შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ლევან წითელაშვილი.

გასულ კვირას ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ბიზნეს ასოციაციის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და საბანკო ასოციაციის წევრებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28 აპრილი დღე თვე წელი
2017 27.04 01.04 01.01
  27.04 27.04
ნაშთი დასაწყისი : 823.7 929.1 704.1
შემოსულობები : 55.7 692.8 3 390.8
მ.შ გადასახადები : 22.8658.12 932.3
გადასახდელები : 25.9 768.43 241.4
ნაშთი ბოლოს : 853.6 853.6853.6

* ციფრები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2017 წლის ბიუჯეტი

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა