დიმიტრი ქუმსიშვილი „მუდისისა“ და „სტანდარტდ ენდ ფუარსის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა



საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების, „მუდისის“ და „სტანდარდ ენდ ფუარსის“ ხელმძღვანელებთან.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა ვრცელი პრეზენტაცია გააკეთა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების შესახებ. მისი ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები პოზიტიური და ზრდადია.

კერძოდ, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტი 30 პროცენტით, ტურიზმი - 23 პროცენტით, ფულადი გზავნილების მოცულობა კი - 28 პროცენტით გაიზარდა. სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებმა, ასევე, მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ.

შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან ახალი პროგრამის დაწყება, რომელიც სრულად ემყარება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას. აღნიშნული გეგმისა და მასთან დაკავშირებული რეფორმების მიმართ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა.

ასევე, აღინიშნა, რომ გეგმის ყველა მიმართულება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის.

ყურადღება გამახვილდა საპენსიო სქემის, კაპიტალის ბაზრის ამოქმედების, განათლების რეფორმის, კერძო და საჯარო პარტნიორობის (PPP) სქემის კანონმდებლობის მიღებისა და სხვა მიმართულებით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

20 ოქტომბერი დღე თვე წელი
2017 19.10 01.10 01.01
  19.10 19.10
ნაშთი დასაწყისი : 1 163.4 1 090.1 704.1
შემოსულობები : 45.4674.6 9 228.1
მ.შ გადასახადები :21.2562.47 199.8
გადასახდელები : 19.1 574.98 742.5
ნაშთი ბოლოს : 1 189.7 1 189.71 189.7

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ოქტომბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2017 წლის ბიუჯეტი

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა