დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ენტონი დე ლანოის შეხვდა



საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენტონი დე ლანოიმ, რომელიც ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან საუბარისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებმაც საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი დაჩქარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა განაპირობოს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გამოთქვა სრული მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების მიმართ. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ის მაკროეკონომიკური ტენდენციები, რაც ქვეყანაში გვაქვს. ჩვენ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ექსპორტი, ტურიზმი, ფულადი გზავნილები და სხვა“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ საუბრისას, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან დაწყებული ახალი პროგრამა აღნიშნული გეგმის პრიორიტეტებზეა დაფუძნებული, რაც ფონდის მხრიდან საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ნდობის დადასტურებაა.

სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოსთან ახალი პროგრამის მიმდინარეობის განვითარება და იმედი გამოთქვა, რომ ის წარმატებით გაგრძელდება.

„სასიამოვნო იყო მინისტრთან შეხვედრა. ვისაუბრეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელსაც აქვს დიდი მხარდაჭერა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან. აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო იწონებს იმ რეფორმებს, რომელიც ხორციელდება და ასევე დაგეგმილია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში. ზოგადად, სახეზეა პოზიტიური დინამიკა. ფინანსთა მინისტრმა ძალიან კარგი მიმოხილვა გააკეთა რეფორმებისა და ღონისძიებების თაობაზე, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული იქნება“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ენტონი დე ლანოიმ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ სავალუტო ფონდის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ დორნბოში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19სექტემბერი დღე თვე წელი
2024 18.09 01.09 01.01
  18.09 18.09
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 471.21 985.4 1 577.3
შემოსულობები : 47.3
1 535.018 215.4
მ.შ გადასახადები :41.3
1 430.814 514.5
გადასახდელები : 95.11 096.9
17 369.3
ნაშთი ბოლოს : 2 423.5 2 423.52 423.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<სექტემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა