დიმიტრი ქუმსიშვილმა აბრეშუმის გზის პროექტის განვითარების შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერა



“ერთი სარტყელი - ერთი გზის“ საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც ჩინეთის ქალაქ პეკინში გაიმართა, მიღებული იქნა დეკლარაცია „აბრეშუმის გზის პროექტის“ განვითარების დაფინანსების სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ.

დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა. დეკლარაციას ასევე მიუერთდნენ ე.წ. აბრეშუმის გზის სივრცის შემადგენელი სახელმწიფოები.

დეკლარაციის თანახმად, აღნიშნული პრინციპების მიღება არის მცდელობა, შეიქმნას გლობალური ფინანსური სისტემის ისეთი მოდელი, რომელიც გლობალიზაციის პროცესში, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ფინანსური ურთიერთობების სტაბილურ განვითარებას, მეორე მხრივ კი საქართველოს მიმართებაში ცალსახად ადასტურებს ჩვენი ქვეყნის შემდგომ ინტეგრირებას და თანამშრომლობის გაღრმავებას არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობათა მთელ სისტემაში.

დოკუმენტის მიხედვით, უნდა გაიზარდოს აბრეშუმის გზის ქვეყნების მთავრობათა როლი ფინანსური რესურსების მობილიზაციის საქმეში ეროვნული ეკონომიკური და სოციალური ამოცანების განხორციელების მიზნით. მასში ასევე გათვალისწინებულია ერთიანი პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც შეიცავს ახალი ფინანსური საშუალებების ძიებას, მათ განაწილებას ეკონომიკის ძირითადი სექტორების თანახმად და რესურსების მართვას.

დეკლარაციის მიხედვით, პრიორიტეტი მიენიჭება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების, კაპიტალის, შრომითი რესურსების უფრო ეფექტურ გამოყენებას, ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებას. ამავე დროს, ახალმა ფინანსურმა პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნებში ექსპორტის წახალისებას ახალი საკრედიტო ხაზების გამოყოფით.

დოკუმენტის თანახმად, შემდგომი განვითარება მიეცემა მცირე და საშუალო ბიზნესს, რაც აღნიშნულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამავე დროს, განახლებული ფინანსური რესურსების მობილიზაცია ასევე უნდა შეეხოს საზოგადოებრივი ფონდების როლი გაზრდას ბიზნესში. ასევე მნიშვნელოვნად წახალისდება აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები, რაც გამოიხატება პროტექციონიზმის პოლიტიკის შემცირებით, რაც, საბოლოო ჯამში, ახალი სამუშაო ადგილებისა შექმნასა და ცხოვრების დონის ამაღლებაში გამოიხატება.

დეკლარაციის ხელმოწერას, ასევე, დაესწრო საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

22ნოემბერი დღე თვე წელი
2024 21.11 01.11 01.01
  21.11 21.11
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 005.12 027.0 1 577.3
შემოსულობები : 142.4
1 527.522 479.3
მ.შ გადასახადები :63.0
1 298.317 836.5
გადასახდელები : 144.51 551.6
22 053.7
ნაშთი ბოლოს : 2 003.0 2 003.02 003.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა