დიმიტრი ქუმსიშვილმა სსფ-სა და მსოფლიო ბანკის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა



საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სომხეთის ქალაქ დილიჟანში გაიმართა.

მასთან ერთად შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, აგრეთვე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი საგანელიძე.

შეხვედრაზე, რომელშიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი, ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ჰემსკერკი, აგრეთვე სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი მონაწილეობდნენ, განხილული იყო მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციები და გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დოლარიზაციის მაღალ კოეფიციენტზე, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა არაერთი ქვეყნის მთავრობისა და ცენტრალური ბანკისთვის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეკრების ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერსა და აღნიშნული ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე მსოფლიო ბანკის შესაძლებლობები, მომავალში მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას ორივე მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა 2017–2020 წლების ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომელიც საქართველომ მსოფლიო ბანკთან უახლოეს მომავალში უნდა გააფორმოს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 7აპრილი დღე თვე წელი
2025 04.04 01.04 01.01
  04.04 04.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 526.61 643.5 1 386.2
შემოსულობები : 78.2
308.36 959.1
მ.შ გადასახადები :73.5
202.35 630.8
გადასახდელები : 185.4532.4
6 925.9
ნაშთი ბოლოს : 1 419.4 1 419.41 419.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა