ჩინეთმა საქართველოს საბაჟოს თანამედროვე საბაჟო აპარატურა გადმოსცა



14 ივნისს, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ ხელი მოაწერეს მიღება-ჩაბარების შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ჩინეთის მთავრობამ საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა ახალი კომბინირებული კონტეინერის/სატრანსპორტო საშუალების მობილური შემოწმების სისტემა.

საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებულ „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტთან მოქმედი სატრანსპორტო საინსპექციო სისტემის მდინარე თერგის ადიდების შედეგად მწყობრიდან გამოსვლის გამო, დაუყოვნებლივ საჭირო გახდა ტექნიკის ახლით შეცვლა.

2015 წელს ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გამოუყო უსასყიდლო დახმარება 26 მილიონი ჩინური იუანის (დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით ახალი კომბინირებული კონტეინერის/სატრანსპორტო საშუალების მობილური შემოწმების სისტემის შესაძენად. ჩინეთის დახმარებით, შეძენილი ტექნიკის დამონტაჟება „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში 2017 წლის მაისში დასრულდა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში 2005 წლიდან დღემდე გრანტების სახით უკვე გამოყოფილია დაახლოებით 356 მლნ იუანი (დაახლოებით 54 მლნ აშშ დოლარი) და 30 მლნ იუანის (შეთანხმების ხელმოწერისთვის დაახლოებით 5.2 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის 20 წლიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი 10 წლიანი შეღავათიანი პერიოდით.

აღნიშნული გრანტებით/უპროცენტო სასაქონლო კრედიტით ფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომელთა შერჩევა ხორციელდება მხარეებს შორის კონსულტაციების საფუძველზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 17აპრილი დღე თვე წელი
2025 16.04 01.04 01.01
  16.04 16.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 526.71 643.5 1 386.2
შემოსულობები : 197.2
1 290.57 941.6
მ.შ გადასახადები :190.4
1 108.46 536.8
გადასახდელები : 361.51 571.6
7 965.5
ნაშთი ბოლოს : 1 362.4 1 362.41 362.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა