თბილისის მერიას 2018 წლისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მილიონი ლარი გამოეყოფა



27 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროში შედგა სამუშაო შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესა და დედაქალაქის მერს, კახა კალაძის შორის.

განიხილეს დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები და დაგეგმილი ღონისძიებები. 

როგორც აღინიშნა, გრძელდება მუშაობა 2018 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირებაზე, რომელშიც აუცილებლად აისახება მომავალი წლისთვის  თბილისისთვის მნიშვნელოვანი  პრიორიტეტული მიმართულებები და ის პროექტები, რომლებიც აუცილებელია დედაქალაქის  განვითარებისთვის. 

„დღეს გვქონდა შეხვედრა დედაქალაქის ხელმძღვანელობასთან. როგორც მოგეხსენებათ, ქალაქის მერიას ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განსახორციელებელი 2018 წლისთვის. საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შეისწავლა აღნიშნული პროექტები და მიღებულია გადაწყვეტილება, ქალაქ თბილისში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი გაიზარდოს დაახლოებით 60 მლნ ლარით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს დამატებითი ტრანსფერი და დღეს შევთანხმდით  ტექნიკურ დეტალებზე. თანხები მიიმართება მიზნობრივად, მათი ძირითადი ნაწილი მოხმარდება ქალაქის მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის, მოძრავი ინფრასტრუქტურის განახლებას და ამასთან ერთად, განსაზღვრულია თანხები თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.    

„მიდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ცენტრალურ ხელისუფლებას, ფინანსთა სამინისტროს თანადგომისთვის, რადგან დაახლოებით, 60 მლნ ლარით გაიზრდება ბიუჯეტი 2018 წელს განსახორციელებელი პროექტებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის და მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე. ესაა მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, როგორც მეტროსადგურების, ისე მოძრავი შემადგენლობის განახლება, ასევე თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. 2018 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის იქნება განსხვავებული, რადგან ვიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რაც წინასაარჩევოდ იყო წარმოდგენილი ჩვენგან,“ -   განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.   

უახლოეს დღეებში დასრულდება მუშაობა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაზეც, რომელშიც აისახება შესაბამისი ცვლილებები და დოკუმენტი კანონის შესაბამისად, გაიგზავნება საქართველოს პარლამენტში.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

11 დეკემბერი დღე თვე წელი
2017 08.12 01.12 01.01
  08.12 08.12
ნაშთი დასაწყისი : 1 219.7 1 129.0 704.1
შემოსულობები : 40.5238.1 10 661.8
მ.შ გადასახადები :39.1203.78 403.4
გადასახდელები : 99.8 206.710 205.6
ნაშთი ბოლოს : 1 160.4 1 160.41 160.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2018 წლის ბიუჯეტი

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა