ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა



დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც ამავე დროს არის ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, სერ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში ბანკის საქმიანობა და მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, საბანკო სექტორი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, ბანკის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების, დეპოზიტების დაზღვევის სისტემისა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის ჩარჩო მექანიზმის ამოქმედების მიმართულებით.

„აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი გახლავთ მთავარი პარტნიორი საქართველოსთვის. გასულ წელს, მათ განახორციელეს ყველაზე დიდი ინვესტიცია ჩვენთან ურთიერთობის ისტორიაში და ძალიან სასიხარულოა, რომ 2018 წელს ბანკი აპირებს ინვესტიციების მოცულობის კიდევ უფრო გაზრდას. აღსანიშნავია, რომ მათი პორტფელის 90%-ზე მეტი, მიმართული იქნება კერძო სექტორის დასაფინანსებლად“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

„ჩვენ ვამაყობთ იმ ურთიერთანამშრომლობით, რომელიც საქართველოსთან გვაკავშირებს. ძალიან სასიამოვნო იყო ახალ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა. გასული წელი, რეკორდული იყო EBRD-ის მიერ საქართველოში განხორცილებული ინვესტიციების თვალსაზრისით, რომელმაც 270 მილიონი ევრო შეადგინა და მოიცვა 20 პროექტი სხვდასხვა სექტორში. ვფიქრობთ, მიმდინარე წელიც გამორჩეული იქნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტებით. და რაც ყველაზე მთავარია, რატომ გვაქვს ამის შესრულების იმედი? - იმიტომ, რომ საქართველოში რეფორმები ვითარდება სწორი მიმართულებით, ქვეყანა ცდილობს გააუმჯობესოს საინვესტიციო კლიმატი, ამკვიდრებს იმ სტანდარტებს, რომელიც ქვეყანას საშუალებას აძლევს მტკიცედ იმოძრაოს ევროკავშირის მიმართულებით“ , - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

შეხვედრას დაესწრნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ალენ პილუ, ბანკის აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის მმართველი დირექტორი ფრანსის მალიჟე და ბანკის კავკასიის, მოლდოვასა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორი ბრუნო ბალვანერა.

ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია როგორც ფინანსური თანამშრომლობის, ისე ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. საქართველოში ბანკის დაფინანსების ოდენობა 205 პროექტისათვის შეადგენს, დაახლოებით, 2.9 მილიარდ ევროს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

23 თებერვალი დღე თვე წელი
2018 22.02 01.02 01.01
  22.02 22.02
ნაშთი დასაწყისი : 787.0 791.0 558.0
შემოსულობები : 55.9628.8 1 732.8
მ.შ გადასახადები :24.0513.11 313.9
გადასახდელები : 42.3 619.21 490.2
ნაშთი ბოლოს : 800.6 800.6800.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<თებერვალი>
ორსაოთხუპაშაკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627281234
567891011

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2018 წლის ბიუჯეტი

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა