ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე მეწარმეებისთვის



საქართველოს მთავრობამ, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ახალი რეფორმების ტალღის ფარგლებში, შეიმუშავა ახალი საგადასახადო ინიციატივა, რომელიც განკუთვნილია საქართველოში მცირე მეწარმეობის წახალისებისთვის და ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას. აღნიშნული ინიციატივის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2018 წლის 16 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ახალი საგადასახადო ინიციატივა აყალიბებს უპრეცედენტო შეღავათიან რეჟიმს მცირე მეწარმეებისთვის. აღნიშნული ინციატივა წარმოადგენს მსოფლიო პრაქტიკაში უნიკალურ მოვლენას და ის სრულად მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს, სულ 120,000 ათას ფიზიკურ პირს და მათ უკან მდგომ ადამიანებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
   
როგორც მან აღნიშნა, მთავრობის პრიორიტეტია, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, რათა „მივაღწიოთ საქართველოში ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვიცვათ მოსახლეობის ყველა ფენა“.

მისი განცხადებით, ახალი ინიციატივის ფარგლებში, მცირე ბიზნესის სტატუსს მიიღებს ყველა ის მეწარმე, რომლის შემოსავალი არ აღემატება 500,000 ლარს.

„დღეს, ეს ზღვარი არის 100,000 ლარი და ჩვენ 5-ჯერ ვზრდით ამ ზღვარს. ჩვენ ასევე 5-ჯერ ვამცირებთ გადასახადებს ჩვენი მეწარმეებისთვის და ნაცვლად დღეს არსებული 5%-იანი ზღვარიდან, ჩამოვდივართ 1%-იან ნიშნულამდე. ჩვენი მიზანია, მეწარმეები, რაც შეიძლება ნაკლებ დროს ხარჯავდნენ საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობისას და ისინი მთლიანად იყვნენ ფოკუსირებულები თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობაზე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მცირე მეწარმეები გავათავისუფლოთ ყველანაირი დამატებითი ბუღალტერიის წარმოებისგან. მცირე ბიზნესს ვალდებულება ექნება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენოს მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატი და სასაქონლო ზედნადები,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, დღეს არსებული პრაქტიკა გულისხმობს გადასახადების წინასწარ გადახდას ე.წ საავანსო რეჟიმში, მისი თქმით, აღნიშნული პრაქტიკა გაუქმდება და მცირე მეწარმეები 1%-იან ბრუნვის გადასახადს თვის ბოლოს გადაიხდიან.

„მეხუთე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - მცირე მეწარმეები, რომელიც მცირე მეწარმის სტატუსის პარალელურად ჩათვლიან საჭიროდ დარეგისტრირდნენ დღგ-ს გადამხდელებად, ისინი სტანდარტულ რეჟიმში შეძლებენ დღგ-ს ჩათვლას, ან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას ბიუჯეტიდან 5-დან 7 დღის ვადაში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი საპარლამენტო გუნდის სრული მხარდაჭერა ამ რეფორმის განხორციელების მიმართულებით. ეს რეფორმა, ჩვენ მიერ ინიცირებულ სხვა რეფორმებთან ერთად, რომელსაც უახლოეს პერიოდში დავაანონსებთ, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა და გავხდეთ ლიდერები რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, როგორც ეს აღნიშნულია ყველა წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ანგარიშში,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

27ნოემბერი დღე თვე წელი
2024 26.11 01.11 01.01
  26.11 26.11
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 977.22 027.0 1 577.3
შემოსულობები : 28.0
1 695.522 647.3
მ.შ გადასახადები :23.6
1 443.617 981.7
გადასახდელები : 102.61 820.0
22 322.1
ნაშთი ბოლოს : 1 902.5 1 902.51 902.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა