ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ჩინეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა



საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ჩინეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარემ ვანგ ქსიაოტაომ დღეს გამართული შეხვედრისას.

ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მიზანია, საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ჩინური ინვესტიციების მოცულობის ზრდას, ასევე, ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდას ჩინეთის ბაზარზე.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა ქვეყნის პრიორიტეტული სფეროების (სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, საბაჟო გამშვები პუნქტების თანამედროვე ინსპექციის სისტემებით აღჭურვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მეწარმეობისა და ინოვაციებისა და სხვა ღონისძიებების ხელშეწყობა) დაფინანსებისთვის.  როგორც მან აღნიშნა, 2005 წლიდან დღემდე, ჩინეთის მთავრობამ ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებით, საქართველოს მთავრობას გადასცა, დაახლოებით, 62 მლნ აშშ დოლარი გრანტის, ხოლო დაახლოებით 4.5 მილიონი აშშ დოლარი უპროცენტო სასაქონლო კრედიტის სახით.

შეხვედრისას, ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა თბილისში გამართული „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ   თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" აზიასა და ევროპას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რენტგენო ინსპექტირების სისტემებით აღჭურვის მნიშვნელობაზე.  

თავის მხრივ, ჩინეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოსთან წარმატებული პარტნიორობის პრაქტიკაზე და გამოთქვა მზადყოფნა ჩინეთის მთავრობამ მომავალშიც მხარი დაუჭიროს ქვეყნისთვის პრიორიტეტული სექტორების დაფინანსებას.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ლაშა ხუციშვილი, ნიკოლოზ გაგუა, ასევე, შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

14მაისი დღე თვე წელი
2024 13.05 01.05 01.01
  13.05 13.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 740.02 046.5 1 577.3
შემოსულობები : 100.4
502.88 848.6
მ.შ გადასახადები :96.7
462.67 336.3
გადასახდელები : 93.0802.0
8 678.6
ნაშთი ბოლოს : 1 747.3 1 747.31 747.3

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა