ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა



დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა.

მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. 

„პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლაშქარაძე დატოვებს პოსტს და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა. მას აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილება - ეკავა შემოსავლების სამსახურის  უფროსის მოადგილის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჩვენს მომიჯნავე ორგანიზაციებში, როგორც საგამოძიებო სამსახურში, ასევე ძალოვან უწყებებში და ჰქონდა შეხება ეკონომიკურ სფეროსთან და ფინანსებთან. ლევანი არის მაღალი რანგის პროფესიონალი და აქვს საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალ უფროსს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით უწყება გააგრძელებს დაწყებული რეფორმების კურსს.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე ლევან კაკავას ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა, 2017 წლის აგვისტოდან - 2017 წლის ნოემბრამდე იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, გასულ წლებში, სხვადასხვა პოზიციაზე, მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

14მაისი დღე თვე წელი
2024 13.05 01.05 01.01
  13.05 13.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 740.02 046.5 1 577.3
შემოსულობები : 100.4
502.88 848.6
მ.შ გადასახადები :96.7
462.67 336.3
გადასახდელები : 93.0802.0
8 678.6
ნაშთი ბოლოს : 1 747.3 1 747.31 747.3

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა