მოკლე განმარტებები

საქართველოს სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების 2002-2022 წლების
ფუნქციონალურ ჭრილში ხარჯების მიმართ.


საქართველოს სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების 2002-2022 წლების ხარჯები ფუნქციონალურ ჭრილში შედგენილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის 2001 წლის მეთოდოლოგიის მიხედვით, რის გამოც სულ ხარჯები ფუნქციონალურ ჭრილში მოიცავს ხარჯებს (ე.წ. მიმდინარე ხარჯებს) და არაფინანსური აქტივების ზრდას (კაპიტალურ ხარჯებს).


2002-2006 წლების საქართველოს სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების ხარჯების მონაცემები თავდაპირველად შედგენილი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის 1986 წლის მეთოდოლოგიის შესაბამისად. 1986 წლის მეთოდოლოგია ითვალისწინებდა ხარჯების ფუნქციონალური კლასიფიკაციის 14 ძირითად გამსხვილებულ ჯგუფს. აღნიშნულიდან გამომდინარე 2002-2006 წლების ხარჯები საჭიროებდა რეკლასიფიცირებას ახალი კლასიფიკაციის მიხედვით.


2002-2022 წლების განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტების კლასიფიკაციების ცვლილებებიდან გამომდინარე მონაცემთა შესადარისობის მიზანშეწონილობის თვალსაზრისით მთლიანობაში საქართველოს სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების 2002-2022 წლების ხარჯების მაჩვენებლები რეკლასიფიცირებულია და წარმოდგენილია სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის 2001 წლის მეთოდოლოგიით გათვალისწინებული სტანდარტებით, რომელიც მოიცავს 10 ფუნქციონალურ კოდს ნაცვლად 14-ისა.


აღნიშნულიდან გამომდინარე 2002-2006 წლების მონაცემების ჩამონათვალში მითითებული არ არის ამ წლების საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებული ფუნქციონალური კოდები, კერძოდ, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსი (კოდი-09); სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, მეთევზეობა და მონადირეობა (კოდი-10); სამთომომპოვებელი მრეწველობა და სასარგებლო წიაღისეული, გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა (კოდი-11); ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (კოდი-12); აღნიშნული ხარჯები მოქცეულია ეკონომიკური საქმიანობის კოდში (04), როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 25 აგვისტოს #672 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციით. რაც შეეხება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებას (კოდი-13) და ხარჯებს, რომლებიც არ განეკუთვნება ძირითად განყოფილებებს (კოდი- 14), აღნიშნული კოდებით გათვალისწინებული ხარჯები ამ ფუნქციონალური კოდების შინაარსობრივი დატვირთვიდან გამომდინარე შეტანილია საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაში.


ასევე 2002-2006 წლების ბიუჯეტების მონაცემებით გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის ლაბორატორიების და სამმართველოს, გამოყენებითი ექსპერიმენტული გამოკვლევების ხარჯები და აღნიშნულ სტრუქტურასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ხარჯებთან ერთად, როგორც ეს არის ზემოთ აღნიშნული ამ წლების საქართველოს ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიკაციის შესაბამისად გათვალისწინებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებაში (კოდი -13) და ვინაიდან აღნიშნული ფუნქციონალური კოდიდან ამ წლების გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯების მონაცემების გამოყოფა შეუძლებელია, ეს მაჩვენებლები შეტანილია ამჟამად მოქმედი კლასიფიკაციის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაში.


<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

დონორი ორგანიზაციები

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა