საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად, პასუხისმგებელია ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებელების წარმოებასა და გავრცელებაზე. 2010 წლის 17 მაისიდან, საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტის წევრია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულია ფინანსთა სამინისტროსა და სტატისტიკური ინფორმაციის სხვა მწარმოებლების მონაცემები. ასევე, აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოებული ანალიტიკური ინფორმაცია და საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური პროგნოზები.

ზემოაღნიშნული ვებ-გვერდი აერთიანებს მაკროეკონომიკურ ანალიზს, საგადასახადო შემოსავლებს, საშუალოვადიან პროგნოზებსა და პუბლიკაციების ნაწილებს.

მაკროეკონომიკური ანალიზის ნაწილი მოიცავს სტატისტიკურ და ანალიტიკურ ინფორმაციას აქტუალური ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ, რეალურ, მონეტარულ, საგარეო და ფისკალურ სექტორებში. აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომია პრეზენტაციისა და Exel -ის ცხრილების სახით.

საგადასახადო შემოსავლების ნაწილში, გაერთიანებულია ინფორმაცია მიმდინარე და უკანასკნელი რამდენიმე წლის ბიუჯეტის შემოსავლების შესახებ. აქვე მოცემულია მათი ცვლილების დინამიკა გრაფიკების სახით.

ვებ-ვერდი წარმოაჩენს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოებულ საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, ქვეყნის რეალურ, ფისკალურ, მონეტარულ და საგარეო სექტორებს. პროგნოზების ვადა შეადგენს 5 წელს. ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გასაცნობად შეგიძლიათ გადმოტვირთოთ acrobat-ის დოკუმენტი და პრეზენტაცია - „საქართველოს მაკროეკონომიკური განვითარება და ტენდენციები. ”

პუბლიკაციების ნაწილში, ვებ-გვერდი გთავაზობთ ყოველთვიურ ეკონომიკურ მიმოხილვას. ყოველთვიური ბროშურა მოიცავს, საგადასახადო შემოსავლების ანალიზს, ეკონომიკის მიმდინარე დინამიკის მიმოხილვასა და ეკონომიკური აქტივობის ანალიზს დარგობრივ ჭრილში. იგი აგრეთვე აერთიანებს მაკროეკონომიკური ანალიზის ტიპის სხვადასხვა სტატიას და შეიცავს საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ოპერატიულ მაკროეკონომიკურ მონაცემებს.

აღნიშნული ვებ-გვერდი, დაინტერესებულ პირებს მოგაწვდით მუდმივად განახლებულ, ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას.

 

 

 

 

 

<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2018 წლის ბიუჯეტი

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა