შემოსავლების სამსახური გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმებისა და პროდუქტის იმპორტის საბაჟო კონტროლს განახორციელებს



„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება ძალაში შევიდა.

ბრძანება შემუშავებულია საქართველოს კანონის „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ მე-11 მუხლის საფუძველზე. ამავე კანონის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, გენმოდიფიცირებული (რაც დასტურდება საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტებით) ორგანიზმებისა და პროდუქტის იმპორტისას, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი, სხვა პროცედურებთან ერთად:

ა) ადგენს ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობას;
ბ) ამოწმებს დოკუმენტებს.

ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობა დგინდება „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესის“ მოთხოვნების გათვალისწინებით.

თუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და პროდუქტის თვისებებიდან გამომდინარე, მისი ეტიკეტირება შეუძლებელია, უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა თანმხლები დოკუმენტი (შესაბამისობის დეკლარაცია, რომლითაც მწარმოებელი ადასტურებს წარმოებული პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას, ხოლო როდესაც ასეთი მოთხოვნები დადგენილი არ არის – პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, გენმოდიფიცირებული პროდუქტის ან გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველობის შესახებ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის ოქმი).

იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს ინფორმაციას, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ორგანიზმები და მათგან წარმოებული პროდუქტი წარმოადგენს თუ არა გენმოდიფიცირებულს, ხორციელდება ნიმუშის აღება ლაბორატორიული ანალიზისათვის, რომლის სიხშირე განისაზღვრება ASYCUDA-ს პროგრამის მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის გამოყენებით.
ლაბორატორიული ანალიზის პასუხის მიღებამდე საქონელი ექვემდებარება შეჩერებას.

საქონლის ეტიკეტირების წესების დარღვევა ან, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში, თანმხლები დოკუმენტის არარსებობის გამოვლენა, გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, იმპორტიორს ეძლევა შეუსაბამობის გამოსწორების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა შეუსაბამობის გამოსწორება, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდება 10 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ასევე გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარით.

ამასთან, 2015 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის N740 დადგენილება „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“. „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის წესი“ ვრცელდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმზე - ნებისმიერ წარმონაქმნზე, რომელსაც აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი (ადამიანის გარდა). ასეთია, მაგალითად, სარგავი და სათესლე მასალა, გამრავლების უნარის მქონე ხილი და ბოსტნეული: კარტოფილი, ლობიო, ბრინჯი და სხვ., რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს გენმოდიფიცირებულს.

„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, მიმდინარე წლის 24 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის N198 ბრძანება „საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების დამტკიცების შესახებ“.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

02მაისი დღე თვე წელი
2024 01.05 01.05 01.01
  01.05 01.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 046.52 046.5 1 577.3
შემოსულობები : 86.1
86.18 431.9
მ.შ გადასახადები :65.7
65.76 939.4
გადასახდელები : 277.8277.8
8 154.5
ნაშთი ბოლოს : 1 854.8 1 854.81 854.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა