2015 წლის 19 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N28 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 53 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 9,750%, მაქსიმალური - 10,250%, ხოლო საშუალო შეწონილი 9,975%.