შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან



ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსა და ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ში იაობინს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩინეთის მთავრობა უწევს საქართველოს როგორც ტექნიკური დახმარების, ისე გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროსთან ჩვენი ქვეყნის საბაჟო ინფრასტრუქტურის აღჭურვის მიმართულებით.

მხარეებმა ასევე იმედი გამოთქვეს, რომ გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია ქართველ და ჩინურ კომპანიებს შორის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ისეთ სფეროებში როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა. 

საუბარი ასევე შეეხო ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებას და ამ კუთხით, ჩვენი ქვეყნის პოტენციალის გამოყენებას. როგორც აღინიშნა, საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა გადაიქცეს „აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთ საკვანძო ქვეყნად.

 

 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

02მაისი დღე თვე წელი
2024 01.05 01.05 01.01
  01.05 01.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 046.52 046.5 1 577.3
შემოსულობები : 86.1
86.18 431.9
მ.შ გადასახადები :65.7
65.76 939.4
გადასახდელები : 277.8277.8
8 154.5
ნაშთი ბოლოს : 1 854.8 1 854.81 854.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა