შიდა აუდიტის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების საკითხებზე ღია დისკუსია გაიმართა



შიდა აუდიტის სფეროს გაძლიერების მიზნით, საქართველოს ფინანსთა  სამინისტრომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კოორდინაცია გაუწია კომპანია „Thomson Reuters”-სთან შეხვედრის ორგანიზებას და ისეთ საკითხზე მსჯელობას, როგორიცაა შიდა აუდიტის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება.

დღეს არსებული მდგომარეობით, შიდა აუდიტის სამსახურები ახორციელებენ რისკის შეფასებაზე დაფუძნებულ სტრატეგიულ და წლიურ დაგეგმვას, სისტემური და ეფექტიანობის აუდიტის განხორციელებას, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს, ამიტომ დღის წესრიგში დგება შიდა აუდიტის საქმიანობის პროცესის სისტემატიზაცია.

შიდა აუდიტის სფეროში პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, მნიშვნელოვანი           წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სამსახურის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით და ხელს შეუწყობს აღნიშნული ინსტიტუტის გაძლიერებასა და განვითარებას.

დღეს გამართულ საქმიან შეხვედრაზე კომპანია „Thomson Reuters“-ის წარმომადგენლებმა შიდა აუდიტორებს გააცნეს კომპანიის საქმიანობა და შიდა აუდიტორებისთვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის - AutoAudit-ის უპირატესობები.

შიდა აუდიტის პროფესიონალებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ შიდა აუდიტორთა გლობალური ინსტიტუტის მიერ შეთავაზებულ მიდგომებს და სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას, რომელიც ეხებოდა საქართველოში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სფეროში გატარებულ რეფორმებს და მიღწეულ შედეგებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

02მაისი დღე თვე წელი
2024 01.05 01.05 01.01
  01.05 01.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 046.52 046.5 1 577.3
შემოსულობები : 86.1
86.18 431.9
მ.შ გადასახადები :65.7
65.76 939.4
გადასახდელები : 277.8277.8
8 154.5
ნაშთი ბოლოს : 1 854.8 1 854.81 854.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა