სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე



2024 წლის 23 იანვარს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 3 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 400 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 9.5310 პროცენტით.

აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 24 იანვარს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 700 მილიონი ლარის დეპოზიტს.