საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოა, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს; კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და აწარმოებს გამოძიებას; უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ეფექტიანი პოლიტიკის გატარებას; ახორციელებს სათამაშო ბიზნესის სახელმწიფოებრივ რეგულირებას; უზრუნველყოფს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას.

სამინისტროს ძირითადი კომპეტენციები და უფლებამოსილებებია:

ქვეყნის საფინანსო სისტემის მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიებათა განხორციელება;

საბიუჯეტო პოლიტიკის ფორმირებისა და საბიუჯეტო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა ჩამოყალიბება, აგრეთვე შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება. საქართველოს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის მომზადება, მისი შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი, შესრულების ანგარიშის მომზადება და წარდგენა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის;

სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში საინვესტიციო პროექტების შერჩევის პროცესში მონაწილეობა და პროექტების შეფასება;

ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტიანობის შეფასება და რეკომენდაციების მომზადება ამ პროგრამებისათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.

ფისკალური პოლიტიკის მართვა და ეკონომიკაზე მისი ზეგავლენის შეფასება. შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, რეგულაციების ზეგავლენის შეფასება, ფისკალური რისკების გამოვლენა და მათზე რეაგირება;

ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი სტრუქტურული რეფორმების ინიცირება და სათანადოდ დანერგვის უზრუნველყოფა, ასევე სხვა უწყებების მიერ ინიცირებული სტრუქტურული რეფორმების გავლენის შეფასება მაკრო-ფისკალური პარამეტრების სტაბილურობაზე;

ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკისა და კანონმდებლობის ფორმირება, შესაბამისი პროგრამების შედგენა, კონცეფციების ჩამოყალიბება და მათი განხორციელების ორგანიზება; საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე საგადასახადო შემოსავლების სრული მობილიზების უზრუნველყოფა; ამ მიზნით სათანადო წინადადებათა მომზადება და მათი განხორციელების ორგანიზება;

სახელმწიფო ვალის მართვა;

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია;

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან თანამშრომლობა ქვეყნის სუვერენულ რეიტინგთან დაკავშირებით;

საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სახელმწიფოებრივი რეგულირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეული სახეობის ნებართვის გაცემა, ნებართვის მოქმედების შეჩერება, განახლება, მასში ცვლილებების შეტანა, გაუქმება და საქმიანობის კონტროლი. სათამაშო ბიზნესის რეგულირების ეფექტური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს ზედამხედველობა;

სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.



<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

დონორი ორგანიზაციები

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა